• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კობახიძის 3 ტყუილი… მწერენ მთელი დღეა, რომ მე თავში ჩავარტყი..” – პოლოლიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:11 05-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,480

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, – რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა აღარ წარადგენს აღნიშნული თანამდებობის მესამე ვადით დასაკავებლად და სანაცვლოდ საამიროების კანდიდატს უჭერს მხარს, ტვ ფორმულასთან, ამბობს:

პირველ რიგში, არ ველოდი, სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ ისტერიკას, ამდენ ტყუილებს, ამდენ ჭორაობას. მე გზაში ვიყავი გუშინ, როდესაც, 24 საათის განმავლობაში, ასეთი ამბავი ატყდა და ეს ვერსია არ არის ერთი, არის სამი თუ ოთხი განსხვავებული ვერსია და მინდა, რომ ქრონოლოგიურად გავყვეთ.

პირველი მიზეზი და მინდა დავაკონკრეტო რა, ეს არ არის ჩემი არ დაჭერა და სხვისი მხარდაჭერა, ეს არის ჩემი კანდიდატურის გამოტანა რა, ანუ მე აღარანაირი შანსი აღარ მქონდა და აღარ მაქვს, რომ მივიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. ეს ერთი.

პირველი მიზეზი დასახელდა ის, რომ ეს იყო ჩემთან შეთანხმებული. და გუშინვე ვთქვი, რომ ეს იყო ტყუილი. არავის არ შეუთანხმებია, მოდი რა ზურა გამოვიტანოთ შენი კანდიდატურა იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ეს არის, რა ვიცი, პრიორიტეტი თუ სახელმწიფოებრივად, ამაზე მერე გადავალ, სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, პრიორიტეტი.

მერე ამას მოჰყვა მეორე ტყუილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურმე მესამე ვადით არჩევა იყო არადემოკრატიული. გენერალურმა ასამბლეამ, 80 ქვეყანა 25-ის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე იყო სამსაათიანი დიდი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად რეზოლუცია მიიღეს, რომ 80 ქვეყანა იყო მსოფლიოდან და მოწინააღმდეგეები, ძირითადად, იყვნენ, ევროკავშირის ქვეყნები და, ახლა ელჩებზეც გადავალ,რომ ჩემი მონაწილეობა და მესამე ვადით არჩევა იყო დემოკრატიული. და დამტკიცდა ეს, რეზოლუცია არსებობს და ეს ჩემი სურვილი და მოგონება არ არის.

უზბეკეთის მერი იყო, სხვათა შორის, რომელიც ბოლომდე მხარში მედგა და საქართველოს მთავრობაც მაშინ მხარში მედგა და ძალიან აიტაცა ეს იდეა და ზუსტად ამის საფუძველზე, სწორედ ამ პრემიერმინისტრის მიერ იყო ეს წერილი ჩემი წარდგენის, 3-4 თვის წინ. 25 თუ 24 იანვარს შევიტანე წერილი, ერთადერთი ეს წერილი მჭირდებოდა პრემიერ-მინისტრისგან იმ მომენტიდან, რომ ჩემი კანდიდატურა წარმომედგინა. ესე იგი თუ ეს იყო არადემოკრატიული და ეს იყო არასწორი ან, არ ვიცი, არასახელმწიფოებრივი ქმედება, მაშინ რატომ მაძლევდა ხომ ამ წერილს. ეს ლოგიკურია.

ახლა გადავიდეთ ელჩებზე, თურმე, რომლებსაც იბარებდნენ დედაქალაქებში და ეჩხუბებოდნენ თუ დემარშებს უკეთებდნენ, რომ ესე იგი არ იყო ეს დემოკრატიული და არასწორი იყო, ხომ? კიდევ ვიმეორებ, 80-მა ქვეყანამ მომცა ხმა და ის 25, ძირითადი, იყვნენ ევროკავშირის წევრები. ახლა ვნახოთ, ევროკავშირის წევრებში სად გვყავს ელჩები საერთოდ. ჩვენ არ გვყავს ელჩები, დავიწყოთ: საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ზეპირად ასე შეიძლება გამომრჩეს ვიღაცა, იტალია, ლიტვა, ჰოლანდია, ნუ ბალტიის ქვეყნებზე საერთოდ შეგვიძლია აღარც ვისაუბროთ იმიტომ, რომ არა მგონია იქ იბარებდნენ ელჩებს და იმის შემდეგ, რაც ხდება საერთოდ ჩვენს თავს, საერთოდ რაიმე ინსტრუქციებს აძლევდნენ. და ეს ელჩები, სადაც არ გვყავს ელჩები, თურმე დაუბარებიათ და ამის საფუძველზე, ეს უკვე მესამე ვერსიაა რატომ მოხდა ჩემი კანდიდატურის გამოტანა. ეს მესამე ვერსია.

ეს, რაც შეეხება გუშინდელ დღეს. მოდი, გუშინდელი დღის თემა ამოვწუროთ, პრემიერმინისტრის კომენტარების რა. იქ ლექსიკაზე იყო ნათქვამი, გავიგე ახლა ლექსიკას მიწუნებს. ხო, შეიძლება ხო გაღიზიანდა და მეც ახლა არ ვიყავი, მეც ვიყავი გაღიზიანებული ძალიან და რატომ ვიყავი ვხსნი ახლა. ხოდა, ახლა, ეს, ლექსიკაზე თუ ვსაუბრობთ, მთავრობის თავში ჩარტყმა რას ნიშნავს? ახლა, დღეს მწერენ მთელი დღეა, რომ მე თავში ჩავარტყი მთავრობას. რა ჩავარტყი ან რა თქმაა ეს თავში ჩავარტყი მთავრობას ან როგორ გავიგო, არ ვიცი ეს საერთოდ ეს რას ნიშნავს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved