• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძემ კვარაცხელია პატრიარქს შეადარა – “კვარაცხელიასთანაც ისე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან…”

ალია ავტორი - ალია
14:02 09-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

“ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში გამოსვლისას, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, გია ნოდიას სტატუსი სოციალურ ქსელში, სესიაზე სერიოზულად “განიხილა” და კვარაცხელია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს პარლამენტის ტრიბუნიდან შეადარა:

“სპორტის თემაზე საუბრისას, უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროსი. მათ მოახერხეს და დაუპირისპირდნენ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნაციონალებმა ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაჰპირისპირებოდნენ. გვახსოვს თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, ეს არის კაცი რომელმაც 2 ოლიმპიადა მოიგო, გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ 1 წლის წინ, კულმინაცია იყო კვარაცხელიაზე თავდასხმა ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებას, წარუმატებლობისთვის არის განწირული.

დღეს ნაცმოძრაობის ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორიც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდაო, აღიარა, რომ 15 წელი “იღწვოდნენ”, რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ, ალბათ, ასეთი რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის განხორციელებას. თუმცა ამ ბრძოლაში ზუსტად ისე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის დამარცხდნენ.”

კობახიძის გამოსვლას პარლამენტში თანაგუნდელების ტაში მოჰყვა.

,, ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას დღეს ისეთივე სტატუსი აქვს, რაც თხუთმეტი წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდა“ – გია ნოდია

თეგები: ირაკლი კობახიძესაქართველოს პატრიარქიხვიჩა კვარაცხელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved