• რეკლამა
  • კონტაქტი
13:43, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძე ცდილობს ეს ტრაგიკომედია ააგოროს,ვის აშინებს,გენერალ ჭანკოტაძეს, რომელიც რუსებს თვალებში უყურებდა 2008 წელს? – შაშკინი კობახიძის ბრალდებებზე

ალია ავტორი - ალია
10:26 11-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

სუს-ის მორიგ გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალებაზე და ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომელმაც ამ “გადატრიალების გეგმის” ავტორებად მესამე პრეზიდენტი და გენერალი დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი დაასახელა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ეხმაურება.
შაშკინი კობახიძეს ბოროტ კლოუნს უწოდებს და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ყოველ საარჩევნო წელს “ოცნება” აჩვენებს ტრილერს “საბურავები”, წელს კი არის მეოთხე ტრილერი, რომელიც ტრაგიკომედიას დაემსგავსა .
მისი თქმით, როდესაც შს მინისტრის ნაცვლად მოვლენილი კობახიძე აცახდებს, რომ სია აქვს, პირველ რიგში უნდა გაერკვიოს ვინ არის ამ სიაში. შაშკინის განმარტებით, ამ სიაში არიან ტაქსისტები, ტაქსისტთა ასოციაციის წევრები, რომლებმაც მხარდაჭრა გაუცხადეს ნაციონალურ მოძრაობას, მივიდნენ ღიად, საჯაროდ, განცხადებით და დარეგისტრირდნენ როგორც დამკვირვებლები.

“რუსეთში ყოველ ახლ წელს, უკვე ერთი 40 წელია აჩვენებენ, ერთი და იგივე ფილმს ‘ბედის ირონია” . საქართველოში 2012 წლის შემდეგ ყოველ საარჩევნო წელს გვაჩვენებენ ტრილერს საბურავები, ეს უკვე წელს არის მეოთხე ტრილერი, რომელიც ტრაგიკომედიას დაემსგავსა .პირველი სერია იყო, ის, როცა ღარიბაშვილი ეძებდა ჩეჩნების ბანაკებს საქართველოში,რომლებიც აპირებდნენ გადატრიალებას, მერე ჭიკაიძე ეძებდა საბურავებს და ამბობდა, რომ ნაცმოძრაობა აპირებს საბურავების დაწვას, მესამე “გადატრიალების” მცდელობა იყო , შემდეგი მინისტრი, უკვე არც მახსოვს მისი სახელი, სააკაშვილს და გვარამიას საუბარზე რარღაც ზღაპრებს აგებდა და ეს ახლა უკვე არის მეოთხე შს მინისტრის ნაცვლად მოგვევლინა ბოროტი კლოუნი კობახიძე.
კობახიძე გარდა იმისა, რომ მართლა ბოროტი კლოუნია, არის ძალიან სუსტი როგორც ჩანს, როგორც იურისტიც. ის რაღაც თავისი დიპლომები რომ ჩამოთვალა არც ერთი არაფერში გამოადგა. რატომ – მეც ვარ იურისტი და შემიძლია ლექცია ჩავუტარო მას იურისპრუდენციაში. როდესაც ის აბრალებს, რომ რაღაც სია აქვს პირველ რიგში უნდა გაერკვეს ვინ არის ამ სიაში. ამ სიაში არიან ტაქსისტები, ტაქსისტთა ასოციაციის წევრები, რომლებმაც მხარდაჭრა გაუცხადეს ნაციონალურ მოძრაობას, მოვიდნენ ღიად, საჯაროდ, განცხადებით და დარეგისტრირდნენ როგორც დამკვირვებლები” – აცხადებს შაშკინი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობახიძეს ურჩევს ერთი ორი სახელმძღვანელო წაიკითხოს იურისპრუდენციაში და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს დამკვირვებლებს.

შაშკინის თქმით, მაშინ, როცა იძალადეს ხალხის არჩევანზე, კობახიძე ცდილობს ეს ტრაგიკომედია ააგოროს. შაშკინისთვის გაუგებარია თუ რატომ ჰგონია კობახიძეს რომ დააშინებს ერთადერთ ქართველი სამვარსკვლავიანი გენერალი.
მეორე – საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს დამკვირვებლებს. თუ კობახიძეს აქვს სურვილი, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, მაშინ ჯერ ეს უნდა გააკეთოს და მერე ბრალდებებით გამოვიდეს. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იყოდ დამკვირვებელი. ყველა მათგანი, რომელიც იყო სიაში, ახლა არის ტაქსისტი და იყო რეგისტრირებული დამკვირვებლად. ზუსტად მათი მხარდაჭრით და სხვა ათასობით დამკვირვებლის მხარდაჭერით, ცვენ მოვიპოვეთ ის გაყალბებული ოქმები, რომლებზეც ახლა პასუხის გაცემა უწევს ცენტრალურ საარჩევო კომისიას. მოხდა ის ფაქტი, რომ ვერ გააყალბა არჩევნები როგორც აპირებდა და ვერ გააყალბა პირველ რიგში იმის გამო, რომ ათასობით დამკვირვებელი იყო უბნებზე. ისინი აფიქსირებდნენ , იღებდნენ ოქმებს, გზავნიდნენ ოქმებს და კობახიძესა და მის გამყალბებლებს არ გამოუვიდათ არჩევნების მოპარვა.იმ პირობებში როცა ცესკომ და ჟვანიამ გააუპატიურა არჩევნები სრულიად იძალადეს ხალხის არჩევანზე, ეს ცდილობს ეს ტრაგიკომედია ააგოროს. გასაგებია, ცდილობს დააშინოს, მაგრამ ვის აშინებს ესეც ვერ გავიგე ანუ მართლა გონია, რომ დააშინოს ერთადერთი ქართველი სამვარსკვლავიანი გენერალი , რომელიც რუსებს თვალებში უყურებდა 2008 წლის ომის დროს? ვის აშინებს, რას აშინებს, ვისი ეშინია ამ ბოროტ კლოუნს კობახიძეს, ერთი ორი სახელმძღვანელო იურისპრუდენციაში მაინც წაიკითხოს და მერე სახელმწიფო ინსტიტუციები ჩააყენოს ესეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ გვაბრალებს დევი ჭანკოტაძეს და მე, რომ ჩვენ შევქმენით დამკვირვებელთა ჯგუფები, რომლებიც იყვნენ უბანზე, რომლებსაც არ ჩაუდენიათ არანაირი არამარტო დანაშაული გადაცდომაც კი არ ჩაუდენიათ. თურმე ჩვენ ეს გავაკეთეთ იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძის შეგვეშინდა, კარგი რა, თავის თავის შეეშინდეს ბოლოსდაბოლოს, იმიტომ რომ ეს ხალხი, რომლებიც მოატყუეს და წაართვე ფუნდამენტური პრინციპი არჩევანის გაკეთების, რა თქმა უნდა არ აპატიებს კობახიძეს და მისნაირებს არჩევნების გაყალბებას” – აცხადებს დიმიტრი შაშკინი “ნიუპოსტთან”.

წყარო: ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved