ირაკლი კობახიძის განცხადებას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება და პლატფორმა “X”-ზე წერს, რომ “კობახიძის სიგნალები და მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება საშიშია“.
როგორც იან კელი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერის განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში “დასავლური პლურალიზმი აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობით იცვლება“.
კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია – აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობა დასავლური სტილის პლურალიზმის ნაცვლად. ეს საშიშია, ვინაიდან მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული,” – წერს იან კელი.
კომენტარები