“არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 რჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია, ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან. ძალიან მძიმეა, შესაბამისად, ის მოვლენა რასაც ჰქვია სუროგაცია, პირველ რიგში, ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ამ ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. […] როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად – სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას“,- თქვა კობახიძემ სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე











კომენტარები