• რეკლამა
  • კონტაქტი
17:13, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კობახიძე ინსტრუქციებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან… ის ამას განგებ აკეთებს” – იუკნევიჩიენე

ალია ავტორი - ალია
18:47 07-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,265

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, მთავარ არხთან, ამბობს:

“ის გზა, რომელსაც ქართული ოცნება ირჩევს, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. მე ვნახულობ ბატონ კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილის ენით ევროპარლამენტის მიმართ, ევროპელი და არა მხოლოდ ევროპელი ელჩების მიმართ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა ქართულ ოცნებას საერთოდ არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

როდესაც ევროპარლამენტს უტევ როგორც ინსტიტუტს, ეს ნიშნავს, რომ უტევ დემოკრატიას, როგორც ასეთს. თუ შენ გინდა ევროკავშირის წევრობა და ამავე დროს უარყოფ ან ლანძღავ  ევროპარლამენტს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, მაშინ როგორ უნდა ჩაატარო მომავალში არჩევნები ევროპარლამენტში ქართული მხრიდან, თუ ამ ინსტიტუტს არ აღიარებ? ეს ხომ აბსურდია.

მე არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, რომელიც ასე იქცეოდეს, როგორც დღეს ქართული ოცნება იქცევა. მათი განცხადებები ძალიან ჰგავს სოლოვიოვისა და კრემლის სხვა პროპაგანდისტების კომენტარებს და ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ მათ საერთოდ არ სურთ, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ისინი აგრძელებენ ამ საშინელი პოლარიზაციის გაღრმავებას და თავდასხმებს არა მხოლოდ ოპოზიციაზე ქვეყნის შიგნით, არამედ დასავლეთის ქვეყნებზე და უკრაინელებზეც კი, რომლებიც დღეს იბრძვიან მათ შორის საქართველოსთვის. უკრაინელები რომ ასე არ იბრძოდნენ, საერთოდ არ იქნებოდა დღეს საუბარი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. საქართველოს ხელისუფლება კი უკრაინელებს თავს ესხმის, ისინი არ შეუერთდნენ სანქციებს და ახლა ფრენებიც აღადგინეს რუსეთთან, რითაც ამ ქვეყანას ეხმარებიან, რომ გადარჩეს. ეს ნიშნავს, რომ ბატონი კობახიძე ინსტრუქციებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ახლა ოლიგარქია და ამას განგებ აკეთებს.  ჩვენ ყველაფერს კარგად ვხედავთ. ამ სიტუაციაში ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯი არის ის, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა.” ამბობს რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” საუბრისას. 

თეგები: რასა იუკნევიჩენე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved