• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, კვირა, 12 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანას 2016–2020 წლებში უსუფაშვილი და “ნაცები” მართავდნენ

ალია ავტორი - ალია
00:23 04-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,014
ირაკლი კობახიზე ამტკიცებს, რომ ქვეყანას, პარლამენტს და იმასაც, ვინ შემოეშვათ ქვეყანაში და ვინ არა, 2016–2020 წლებში დავით უსუფაშვილი და ნაცები მართავდნენ და განაგებდნენ. მაშ, რას აკეთებდა 2016 –2020 წლებში ქართული ოცნება და რით იყო დაკავებული, მაგას არ ამბობს. 
“გახარიას ხელში იყო საზღვარზე შემოშვება. რას ამბობს, რომ ხათრის გამო შემოუშვა გავრილოვი საქართველოში? აქ თემა სხვა რამე იყო, არავის დაუყენებია ეჭვქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ, გავრილოვის შემოსვლა და გეტყვით მიზეზსაც – ამას ჰქონდა თავისი წარსული გამოცდილება და კონტექსტი. ეს ამბები მოხდა 2019 წელს. 2016 წელს, 3 წლით ადრე, მოხდა ასეთი რამ. 2016 წელს, მაშინ უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, ოპოზიციაში იყო „ნაცმოძრაობა“, გაიარეს საკითხი, აქეთ უსუფაშვილი იყო „ქართული ოცნების“ კოალიციის წარმომადგენელი და შეჯერდნენ, რომ რადგან იმართებოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, პრობლემა არ იყო რუსი დეპუტატების შემოსვლა. ანუ, ზუსტად იგივე ხდებოდა. რით განსხვავდება გავრილოვი სლუცკისგან. იქ იყო ერთი, ან ორი დეპუტატი მათ შორის, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის კანონი. გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის კანონი, ისევე როგორც სხვა დეპუტატებს. უსუფაშვილმა და „ნაცებმა“ საქართველოში შემოუშვეს რუსი დეპუტატი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი. პირდაპირ საქართველოს კანონი დაარღვიეს. ანუ, კანონით ეკრძალებოდათ მისი შემოშვება საქართველოში და უსუფაშვილმა და „ნაცებმა“ კანონის დარღვევით, იმის გამო, რომ იმართებოდა ეუთო-ს ასამბლეა, შემოუშვეს საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატი საქართველოში. შესაბამისად, რუსი დეპუტატის საქართველოში შემოსვლა საერთოდ არ იყო განსახილველი საკითხი, მეტსაც გეტყვით, ბატონი გახარიას მეგობრები ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა კომიტეტს, რომელსაც ესწრებოდა ხოლმე ხშირად, მათ შორის, პირველი ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი, ხულორდავა, ქაცარავა და ა.შ. ანუ, გუნდი იყო კონკრეტული, მათ შორის, იყვნენ მისი მეგობრებიც და შეუძლია მოჰკითხოს, სპეციალური მოსმენა გაიმართა ამ თემაზე, ამ ასამბლეის შემოშვებასთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელიც ყველამ იცოდა, რომ იყო გავრილოვი და ავტომატურად უწევდა მას საქართველოში ჩამოსვლა. ეს მოსმენა გაიმართა და კითხვაც კი არ დასმულა მათ შემოშვებასთან დაკავშირებით, ანუ, პრაქტიკა იყო ასეთი, უსუფაშვილი და „ნაცები“შეთანხმდნენ 3 წლით ადრე, რომ რუსი დეპუტატები შემოვიდოდნენ ჩვეულებრივად საქართველოში, მათ შორის, ოკუპაციის კანონის დამრღვევი სლუცკი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ რუს დეპუტატად, იქ იყო ერთ-ერთი გვარი აღარ მახსოვს – „ეფ ეს ბე“-ს ყოფილი ხელმძღვანელი, წარმოიდგინეთ, პირდაპირ უსაფრთხოების ხაზის წარმომადგენელი, რუსეთის დუმის დეპუტატი. „ქართული ოცნების“ კოალიცია, წარმოდგენილი უსუფაშვილის სახით და „ნაცები“ შეთანხმდნენ, რომ ამათი ჩამოსვლა არ იყო პრობლემა, ზუსტად იგივე მოხდა 2019 წელსაც და ყველა ასე განიხილავდა ამ შემთხვევას, ამიტომ კითხვაც არ დასმულა ამაზე. თვითონ ხომ იყო პასუხისმგებელი კონკრეტული ადამიანების, ამ შემთხვევაში, რუსი დეპუტატების საქართველოში შემოსვლაზე? ხათრით შემოუშვა? თუ რაში იყო საქმე, ნახეთ, რა მარტივ ტყუილებში შეიძლება ამ კაცის გამოჭერა.
აქ თემა, რამაც გამოიწვია პროტესტი, იყო არა საქართველოში შემოსვლა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა. როცა მე არ ვიყავი ამ ქვეყანაში, ვიმყოფებოდი ბაქოში და მოვალეობას ასრულებდა ერთ-ერთი მოადგილე, აღარ მახსოვს რომელი და აქ მოხდა ასეთი რამ, რისი მოგვარებაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა, თუმცა აქაც ძალიან საეჭვოდ მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს საეჭვოდ მეგობრობენ ბატონ გახარიასთან. თქვენ გახსოვთ 2016-2020 წლის პარლამენტი, მაშინ იყო სერიოზული შიდა პრობლემები, დღევანდელისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებაში“, მათ შორის, საპარლამენტო გუნდში. რეალურად, ეს ყველაფერი, რამაც გამოიწვია აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად  დალაგებულ შიგნიდანაც. ანუ, ეს იყო გეგმის ნაწილი და ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, მაშინდელი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, რომლებმაც დატოვეს 2-3 თვეში საპარლამენტო უმრავლესობა,“– ამბობს კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved