სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
ახლა მომისმინოს ყველამ კარგად, კოალიციურ მთავრობაში ვერავინ დაიკავებს მინისტრის სკამს, ვინც ახლა ქუჩაში არ დგას! არ დავინახო კაპუჩინოს მწრუპავი, ევროპაში მყოფი, ვითომ უგზოუკვლოდ განათლებული ხალხი. შენს ქვეყნას ახლა აქ რომ სჭირდები, ერთ ადგილს რომ არ ანძრევ, უსაფრთხო გარემოში ხარ, ხალხს აქ იჭერენ, აწამებენ, დევნიან და გამარჯვების მერე შენ აქ მზამზარეული სკამი გინდა. მოდი, გაეთრიეთ ყველა ეგეთი რა! მთავრობის ყველა წევრმა უნდა იცოდეს, რომ იმ პოზიციისთვის, რაც უკავია, უდიდესი შრომა და რესურსი ჩადო, წლები იომა და იბრძოლა და ქვეყანა პირადად გაიყვანა სამშვიდობოს. ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი არის დღეს პროტესტში, მათგან უნდა დაკომპლექტდეს მთავრობა. არა რა, ქოცების გაყრის შემდგომაც ბევრი საქმე იქნება, ვატყობ.
კომენტარები