• რეკლამა
  • კონტაქტი
10:25, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ „ალტ-ინფოს“ ფინანსური კავშირების შესწავლას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
19:51 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაარსების შესახებ განცხადებას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის „ალტ-ინფოსა“ და მსგავსი პრორუსული დაჯგუფებების საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებსა და მათ ფინანსურ კავშირებს.

განცხადების ავტორები  „ალტ-ინფოს“ აფასებენ რადიკალურ დაჯგუფებად, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით:

ანტიდასავლურმა და რადიკალურმა დაჯგუფებამ, „ალტ-ინფომ“,  პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობა“ – შექმნის შესახებ 2021 წლის 20 ნოემბერს განაცხადა. თავდაპირველად საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზების გამო შეაჩერა, თუმცა 7 დეკემბერს ის ოფიციალურად დაარეგისტრირა.

კრემლის მიზანს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება და აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების არ დაშვება წარმოადგენს. აღნიშნულის მისაღწევად, რუსეთის ერთ-ერთი საშუალება საქართველოში ანტიდასავლური/პრორუსული ძალის გაძლიერება და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლაა. 2020 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგი ლავროვმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არსებული ჯერ კიდევ პატარა პრორუსული პარტიები საბოლოო ჯამში გამარჯვებას შეძლებენ.

„ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და  კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს და მათ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში, საქართველოს მიმართ კოლონიალიზმში, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. „ალტ-ინფო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასრულებასა და დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტას ღიად მოითხოვს.

ამასთან, „ალტ-ინფო“ საზოგადოებას მცდარ დილემას უყენებს და მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ საქართველოს თურქეთის გავლენის სფეროდ გადაქცევასა/ისლამიზაციასა და რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნებას შორის. „ალტ-ინფო“ მოცემულ ყალბ დილემაზე პასუხად რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია.

გარდა ამისა, საგანგაშოა, რომ „ალტ-ინფო“ ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო რუსულ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში უნდა შევიდეს. ამ მიზნით, „ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება საქართველოში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის განთავსებასაც არ გამორიცხავს.  მსგავსი პოზიციონირება საქართველოში აქამდე არსებული პრორუსული პარტიებისთვისაც კი უპრეცედენტოა. წარსულში „პატრიოტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ანტი-დასავლური და პრო-რუსული ინტერესების გასატარებლად ყალბი ნეიტრალიტეტისა და სამხედრო მიუმხრობლობის იდეებს იყენებდნენ. 

წლების განმავლობაში მავნე ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოების გარდა, “ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალადობისკენ მოწოდების საჯარო განცხადებების ვიდეოჩანაწერები, ამ დრომდე ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მეტიც, დაუსჯელობით წახალისებულმა ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს. გარდა ამისა, ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის როლი, მათ შორის ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით. ამდენად, მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, რომ პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის – „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ“ – რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსული ჰიბრიდული საფრთხეების მასშტაბიდან გამომდინარე დაიწყოს მოკვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლოს „ალტ-ინფოსა“ და მსგავსი პრორუსული დაჯგუფებების საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებსა და მათ ფინანსურ კავშირებს.  

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” 
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი – IWPR საქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved