• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლინიკებს შეიძლება პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწიოთ – მინისტრი

ალია ავტორი - ალია
20:43 10-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ კლინიკებს შეიძლება COVID-19-ის პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწიოთ. 

მინისტრის განცხადებით, კლინიკებთან დაკავშირებით სამინისტროს სულ სამი პრობლემური საკითხი აქვს. აქედან პირველი იყო ექიმებისა და ექთნებისთვის განკუთვნილი დანამატების არამიზნობრივად გამოყენება, მეორეა ინფექციის კონტროლი პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში, მესამე კი პანდემიის დროს გადარიცხული მილიონი ლარის არამიზანმიმართულად დახარჯვა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში სამინისტრო ამ თანხების დაბრუნებას გეგმავს.

“კოვიდის საკითხებზე სამი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი იყო ის დანამატი, რაც ექიმებს და ექთნებს უნდა აეღოთ. აქ მნიშვნელოვნადაა შემცირებული პრობლემები, თუ სწორად მახსოვს 20 კლინიკამდეა დარჩენილი პრობლემური, ზოგიერთ კლინიკასთან სამწუხაროდ სასამართლო დავებშიც შევედით მათი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების გამო და ამ თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ იმ ექთნებისა და ექიმებისთვის, ვისაც ეს უნდა მიეღო. სახელმწიფომ გამოყო ეს თანხები.

მეორე მიმართულებაა ინფექციის კონტროლი, ის პრობლემები რაც პანდემიამ დაგვანახვა და უკვე 80 კლინიკამდე ავედით, ზოგ კლინიკაში უკვე ორჯერ და სამჯერ ვიყავით ამ მიმართულებით და ეს არამხოლოდ ამ პანდემიის პირობებში, სხვა შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ ეს სტანდარტი კლინიკებს გააჩნდეთ. აუცილებლად გავაგრძელებთ კლინიკების გადამოწმებას და პერიოდულობით მოხდება მათი შემოწმება. სამწუხაროდ, ცუდი შედეგები გვქონდა პირველ შემოწმებაზე და მეორე-მესამე შემოწმებისას გამოსწორდა.

მესამე საკითხი თანხების მართვაა, დიახ ეს პრობლემები იყო. საკმაოდ მკაცრად მივყვებით ამასაც, კლინიკებთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მიდის განხილვები და იმ კონკრეტული გაანგარიშებების გადახედვა, თუ რამდენად სწორად იყო დახარჯული, კლინიკებთან მიდის ამის განხილვა და საბოლოოდ უკვე როცა დადასტურდება მათი ბრალეულობა, მათ ბიუჯეტში უკან ექნებათ დასაბრუნებელი თანხები და მერწმუნეთ ეს თანხები დაბრუნდება,” – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ მილიონ ლარს ედავება სამინისტრო კლინიკებს, ასევე უცნობია იმ კლინიკების რაოდენობაც, რომელთაც სამინისტრო თანხების დაბრუნებას სთხოვს.

თეგები: ზურაბ აზარაშვილიკლინიკები ფლანგვაპანდემია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved