• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეძენას…” – რა უნდა ქნან ოჯახებმა, რომლებმაც წამალი ვერ იშოვნეს, ან მისი საყიდელი ფული არ აქვთ? – მინისტრი

ალია ავტორი - ალია
15:20 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ ფასი უკვე სტაბილურია და კლინიკებს მისი შეძენა შეუძლიათ. საუბარია იმუნოდეპრესიულ საშუალებაზე, რომელიც COVID-19-ის მწვავე ფორმების მკურნალობისთვის გამოიყენება.

ეკატერინე ტიკარაძე

„”ტოცილიზუმაბთან” დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებით. კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ ეს პრეპარატი არაგაზრდილი ფასით შეიძინონ, რაც არაერთხელ დაფიქსირდა, როგორც პრობლემა. ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეძენას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება. დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის, პრეპარატის შემოტანა გრძელდება. ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ესაჭიროებოდა. ჩვენ შევეცდებით ამ პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება“

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია პრეპარატ “ტოცილიზუმაბის” დეფიციტთან დაკავშირებით.

მინისტრი მაინც არ აკონკრეტებს, როგორი იქნება პრეპარატის ე.წ. სტაბილური ფასი.

ამ პრეპარატის შეძენას რომ ავალებენ პაციენტის ახლობლებს კლინიკები, ამაზე, ჯერ კიდევ 24 ივლისს წერდა ბიძინა კულუმბეგოვი და მისივე ინფორმაციით, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, პრეპარატის საჭირო დოზა 5 000 ლარი ღირდა.

მინისტრმა მხოლოდ დღეს “დაგმო” პაციენტებისთვის ძვირადღირებული პრეპარატების ყიდვის დავალებულების ფაქტი კლინიკების მიერ. რამდენი პაციენტის ოჯახმა ვერ იშოვა ეს წამალი და რამდენი პაციენტის ოჯახს არ ჰქონდა ფული, ამ წამლის შესაძენად, ამაზე მინისტრს არ უსაუბრია. ისევე, როგორც, არ უთქვამს, სჭირდებოდა, თუ არა, გარდაცვლილი პაციენტთა ნაწილს, თუნდაც, ეს მედიკამენტი და მიიღეს, თუ არა? ყველა პაციენტმა მიიღო ყველა ის მედიკამენტი, რაც საჭირო იყო?

“იქნებ მიშველოთ, დედა მიკვდება…” – რა მედიკამენტს ეძებენ კოვიდპაციენტების ახლობლები?
“ზარი კლინიკიდან, მოიტანეთ მედიკამენტი, ფასი 5000 ლარი, არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მაღალი” – ბიძინა კულუმბეგოვი
თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved