• რეკლამა
  • კონტაქტი
04:39, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლინიკაში დე­და­ჩემს მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სა­რი გა­და­უმტვრი­ეს, გა­ნუ­ვი­თარ­და, რო­გორც ჩანს, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა, კო­მა­ში ჩა­ვარ­და გული გა­უ­ჩერ­და” – რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

ალია ავტორი - ალია
17:44 06-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში მა­რი­ამ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობს. სა­ბო­ლო­ოდ, 5 ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უკვე და­ის­ვა და თვის ბო­ლოს გა­ირ­კვე­ვა, რა სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო ამ ექი­მებს.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში სა­ჩი­ვა­რი გარ­დაც­ვლი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის შვილ­მა, რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა შე­ი­ტა­ნა. ექი­მე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი უკვე გა­მოვ­ლინ­და, ბა­ტო­ნი რა­მა­ზი კი დამ­ნა­შა­ვის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ითხოვს.

რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი “ამბები.ჯი”-თან ამბობს:

– გა­სუ­ლი წლის 7 თე­ბერ­ვალს სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ დე­და­ჩე­მი, მა­რი­ამ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი და­ბა­ლი წნე­ვის, მე­ტყვე­ლე­ბის დარ­ღვე­ვის და შარ­დვის გაძ­ნე­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. დედა გონ­ზე იყო, ამ­ბობ­და, – კარ­გად ვარ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ წა­მიყ­ვა­ნო­თო, მაგ­რამ იმ დღეს უკვე მე­ო­რედ გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო და ექიმ­მა გვირ­ჩია, ჯობ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, – ხომ უნდა გა­ირ­კვეს და­ბა­ლი წნე­ვის მი­ზე­ზიო.

ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის და ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ის შე­დე­გე­ბი შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ო­და. ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე ტვი­ნი ნორ­მა­ლუ­რად, გული კი სრუ­ლად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და. წნე­ვაც 10 ერ­თე­უ­ლით გა­უმ­ჯო­ბეს­და. კლი­ნი­კა­ში მისი შეყ­ვა­ნი­დან ორ სა­ათ­ში მე და ჩემს თან­ხმლებს, ქა­ლის ორი ძლი­ე­რი შე­კივ­ლე­ბა მოგ­ვეს­მა, დე­და­ჩე­მის ხმა მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი, ის გან­წი­რუ­ლი ხმით კი­ო­და. ამ ფაქ­ტი­დან ცოტა ხან­ში მი­თხრეს, რომ დე­დას გული გა­უ­ჩერ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­დას სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირ­და. მისი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო 2020 წლის 26 თე­ბერ­ვალს გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და საქ­მის შეს­წავ­ლა ვთხო­ვე. ერთი თვის შემ­დეგ მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, – სა­კი­თხის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა და და­ვად­გი­ნე, რომ კლი­ნი­კის “ემერ­ჯენსში” კოქ­სათ­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ დე­და­ჩემს მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სა­რი გა­და­უმტვრი­ეს. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გო­ნეთ გამ­წა­რე­ბუ­ლი დე­და­ჩე­მის შე­კივ­ლე­ბა. ამის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­და, რო­გორც ჩანს, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა, ამას ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია და დედა კო­მა­ში ჩა­ვარ­და, სა­ბო­ლო­ოდ გული გა­უ­ჩერ­და.

“ემერ­ჯენ­სის” ექიმ­მა, თინა გუმ­ბა­რი­ძემ ეს ფაქ­ტი და­მა­ლა და სა­რე­ა­ნი­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ტე­რე­ზა ოსარ­ჩუკ­თან შე­თან­ხმე­ბით ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია გა­ა­ყალ­ბა.

– ძა­ლი­ან მძი­მე ბრალ­დე­ბაა, რო­გორ შე­ი­ტყვეთ, რომ იქ ბარ­ძა­ყი გა­და­უმტვრი­ეს პა­ცი­ენტს, ეს ეჭვი სა­ერ­თოდ რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ?

– ჩემი ეს დას­კვნა ემ­ყა­რე­ბა ჰოს­პიტ­ლის ერთ-ერთი ექი­მის­გან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მის ვი­ნა­ო­ბას მხო­ლოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს და­ვუ­სა­ხე­ლებ, რად­გან მე­ში­ნია, მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მოხ­დეს. ასე­ვე ეს ემ­ყა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს, მედ­პერ­სო­ნა­ლის სა­ეჭ­ვო ქცე­ვებს, მათ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ გან­მარ­ტე­ბებს.

მერ­წმუ­ნეთ, ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რას. ამ მო­თხოვ­ნით მივ­მარ­თე კი­დეც გა­სუ­ლი წლის მარ­ტში, ისა­ნი-სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბას. 10 აპ­რილს კი იქი­დან მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რომ საქ­მეს ვერ აღ­ძრავ­დნენ, რად­გან ამ საქ­მეს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობ­და, – თუ დად­გინ­დე­ბა, რომ თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პიტ­ლის ექი­მე­ბის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რა­ი­მე გა­დაც­დო­მა მოხ­და, სა­ა­გენ­ტო თა­ვად მოგ­ვმარ­თავს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­თვი­სო.

ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ გა­ი­წე­ლა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ამი­ტომ გა­სუ­ლი წლის 15 ივ­ნისს უკვე წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს. წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ისევ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან მო­ვი­და პა­სუ­ხი, რომ ჰოს­პიტ­ლი­დან ამო­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტა­ცია 9 ივ­ნისს და კლი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის ერთ-ერთ კლი­ნი­კას გა­და­ეგ­ზავ­ნა. მწერ­დნენ, რომ პა­სუხს მაც­ნო­ბებ­დნენ. ერთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ რაც შე­სას­წავ­ლად დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­იგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ეს ექი­მე­ბი ისევ მუ­შა­ო­ბენ და ამ დრომ­დე მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დამ­დგა­რა. მე­ტიც, ჩემი წე­რი­ლო­ბი­თი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ა­გენ­ტოს დღემ­დე არ გად­მო­უ­ცია ჩემ­თვის ფორ­მა 100, რომ­ლის გაც­ნო­ბის უფ­ლე­ბას კა­ნო­ნი მა­ნი­ჭებს.

– მა­ინც რა­ტომ შე­გე­პა­რათ ეჭვი, რა იყო ამის მი­ზე­ზი?

– დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს­ვე, 2020 წლის 9 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლის სა­რე­ა­ნი­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან კა­ნო­ნი­ე­რად მო­ვი­თხო­ვე ავად­მყო­ფის ის­ტო­რი­ის გად­მო­ცე­მა, რა­მაც აშ­კა­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ყოყ­მა­ნის შემ­დეგ, მე­ო­რე დღეს და­მი­ბა­რეს. და­ნიშ­ნულ დროს იქ ვი­ყა­ვი და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლი ტე­რე­ზა ოსად­ჩუ­კი დამ­ხვდა, მან გა­რეთ გა­მიყ­ვა­ნა და და­ინ­ტე­რეს­და, რის­თვის მჭირ­დე­ბო­და ფორ­მა 100, ჩემ­თვის თუ სხვა რა­ღა­ცის­თვის, მივ­ხვდი იგუ­ლის­ხმა, ჩი­ვილს ხომ არ ვა­პი­რებ­დი, პა­სუხ­მა, რომ ჩემ­თვის მჭირ­დე­ბო­და, აშ­კა­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრში გა­და­მა­მი­სა­მარ­თა. დე­დის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, 14 თე­ბერ­ვალს, გან­მე­ო­რე­ბით კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოვ­თხო­ვე მათ ავად­მყო­ფის ის­ტო­რია, თით­ქმის და­ვა­ჯე­რე დო­კუ­მენ­ტი ჩემ­თვის მჭირ­დე­ბო­და და არა სხვა რა­მის­თვის. ოსად­ჩუ­კი რო­გორც იქნა, დამ­თან­ხმდა, მი­თხრა, “ემერ­ჯენ­სის” ექიმს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ორ დღე­ში შე­მო­მი­ა­რე­თო. დათ­ქმულ დროს რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ოსად­ჩუკ­მა ჩემი თან­დას­წრე­ბით კომ­პი­უ­ტერ­ში ფა­ი­ლე­ბი გახ­სნა, რა დრო­საც ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში თვა­ლი მოვ­კა­რი ფრა­ზას, მა­რი­ამ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი ჰოს­პი­ტალ­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ვუ­თხა­რი, ეს რა­ტომ წე­რია, – ტყუ­ი­ლია-მეთ­ქი, – ხმა არ ამო­ი­ღო. პრინ­ტერ­ზე ამო­ბეჭ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და სხვა გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი და თან ფურ­ცელ­ზე პას­ტით მო­ნიშ­ნა კი­დეც, – გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი 3,6 ჯერ მო­მა­ტე­ბუ­ლი ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი გახ­დაო. ორმა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ექიმ­მა ორ­დღი­ა­ნი თათ­ბი­რის შემ­დეგ გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა მი­ზე­ზი ვერ მო­ძებ­ნეს, გარ­და ამ აბ­სურ­დი­სა. ფორ­მა 100 ისევ არ მომ­ცა.

ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სი­ყალ­ბეა ის, რომ პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა ამ ტყუ­ი­ლის გა­ბა­თი­ლე­ბა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ორი სას­წრა­ფოს ექი­მის ჩა­ნა­წე­რით. ასე­ვე იმ 5 მოწ­მის ჩვე­ნე­ბი­თაც, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამის­თვის სას­წრა­ფოს ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­თხო­ვა იყო სა­ჭი­რო და მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ამა­ზე არც უფიქ­რია, გა­მო­ძი­ე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აქამ­დე უნდა მი­ე­მარ­თა მათ­თვის.

მე­ო­რე სი­ყალ­ბე ის არის, რომ ის­ტო­რი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნის ფაქ­ტი, რაც მე ჰოს­პიტ­ლის ერთ-ერთი ექი­მის­გან შე­ვი­ტყვე, ამას რომ მა­ლა­ვენ, ეს ფაქ­ტი ოსად­ჩუკ­მა ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში უნებ­ლი­ედ, ირი­ბად აღი­ა­რა, როცა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა იმ ექი­მის ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ვინც ეს მე მი­თხრა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს ექი­მიც გა­მო­ი­კი­თხოს, მაგ­რამ ესეც ხომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს. აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნის ფაქ­ტის უტყუ­ა­რო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა ცხედ­რის ექსგუ­მა­ცი­ით და სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზით.

ჩემი აზ­რით, არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა საქ­მე ორი მუხ­ლით აღ­ძრან – გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის.

და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა არა­მარ­ტო ჰოს­პი­ტა­ლის ექი­მე­ბის, არა­მედ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მხრი­და­ნაც იკ­ვე­თე­ბა, რად­გან აშ­კა­რად ბლო­კა­ვენ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და ამ დრომ­დე პო­ლი­ცი­ის­თვის არ მი­უ­მარ­თავთ. ვსვამ კი­თხვას, რა­ტომ ცდი­ლობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო საქ­მის ჩა­ფარ­ცხვას? როცა საქ­მე გვაქვს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის მი­მართ უხე­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, სხვაგ­ვა­რად მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის გა­დამ­ტვრე­ვა ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია?!

ფაქ­ტია, ეს მოხ­და, რა­მაც ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვია და პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ში ჩა­აგ­დო. ეს ხომ უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა და ამი­ტო­მაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ის­ტე­რი­ა­შია, არ უნდა და­უშ­ვას ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბა, სხვა ახ­სნა ამას არ აქვს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არც ის არის, რომ საქ­მე გვქონ­დეს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას­თან. სა­ა­გენ­ტო­ში შე­იძ­ლე­ბა მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან დედა ასა­კო­ვა­ნი იყო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ არის დიდი პრობ­ლე­მა, მა­შინ როცა ექი­მებს დუ­დევ­რო­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი უკ­ვდე­ბათ. თუ ასე ფიქ­რო­ბენ, მა­შინ გა­მო­დის ამ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლი გვაქვს ადა­მი­ა­ნის ასა­კობ­რივ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას­თან, რაც ასე­ვე რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­საც მივ­მარ­თე. ამის შემ­დეგ მი­ვი­ღე რე­გუ­ლი­რე­ბი­დან პა­სუ­ხი, რომ 5 ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­დაც­დო­მა გა­მოვ­ლინ­დაო. ყვე­ლას აქვს რა­ღაც შეც­დო­მა დაშ­ვე­ბუ­ლი და ახლა იმ­სჯე­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი საბ­ჭო მათ რა პა­სუ­ხის­მგებ­ლობს და­ა­კის­რებს. ამით ცდი­ლო­ბენ გვერ­დი აუ­ა­რონ რე­ა­ლო­ბას. მე არ ვამ­ბობ, რომ 5 ექიმ­მა პირი შეკ­რა და დე­და­ჩე­მი მოკ­ლა, მე ვი­თხოვ და­ი­სა­ჯოს ის პირი, ვინც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, უხე­ში მო­პყრო­ბით დე­დას მენჯ-ბარ­ძა­ყი გა­და­უმტვრია, ასე­ვე და­ის­ჯოს ისი­ნი, ვინც ეს და­ნა­შა­უ­ლი და­მა­ლა დ შე­ე­ცა­და ჩა­ფარ­ცხვას. ვი­თხოვ სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს. იმე­დი მაქვს, ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას. სტრას­ბურ­გამ­დეც რომ მო­მი­წი­ოს წას­ვლა, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ იმის­თვის, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პრეს­სამ­სა­ხურმა “ამბები,ჯი”-თან თქვა. რომ 5 ექი­მის სა­კი­თხზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლოს იმ­სჯე­ლე­ბენ. სხვა კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით უწყე­ბა­ში არ აკე­თე­ბენ.

რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვილს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, რომ 5 ექი­მის დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია. ამ დას­კვნა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ის დარ­ღვე­ვე­ბი, რაც ექი­მებ­მა და­უშ­ვეს. დო­კუ­მენ­ტში წე­რია ისიც, სიკ­ვდი­ლის დროს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო პა­ცი­ენ­ტი.

(დად­გე­ნი­ლი კლი­ნი­კუ­რი დი­აგ­ნო­ზი შოკი, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცია, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის, პნევ­მო­ნია, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა) ძი­რი­თა­დად ამ დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ რა კვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფი­ლის ექი­მებს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის­თვის, მაგ­რამ არ ჩა­ა­ტა­რეს.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ და­ის­ვა სა­კი­თხი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წი­ნა­შე თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პიტ­ლის ექი­მე­ბის: კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ექი­მის ოთარ კუ­ჭაშ­ვი­ლის, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ ვაჟა სი­ხა­რუ­ლი­ძის, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ ტე­რე­ზა ოსად­ჩუ­კის, ნეფ­რო­ლოგ ალექ­სან­დრე ძნე­ლა­ძის და ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის ექი­მის ნინო ჯა­ყე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლონ. რო­გორ დას­ჯი­ან ამ ექი­მებს, შე­უ­ჩე­რე­ბენ თუ რა რო­მე­ლი­მეს სერ­თი­ფი­კატს, თუ მხო­ლოდ საყ­ვე­დუ­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, რა სან­ქცია და­ე­კის­რე­ბათ მათ, ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალი, კერ­ძოდ პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელი ნინი კი­ლა­ძე “მედიასთან” ამბობს:

“ცრუ ბრალ­დე­ბებს არ ვე­თან­ხმე­ბით, 92 წლის პა­ცი­ენ­ტი იყო 45 კი­ლოგ­რა­მი, შე­მო­სუ­ლია კლი­ნი­კა­ში და რას ჰქვია, ძვა­ლი გა­და­უ­ტე­ხეს. შე­უ­სა­ბა­მოა პა­ცი­ენ­ტის პატ­რო­ნის­გან ეს ბრალ­დე­ბე­ბი. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია არ­სე­ბობს და ვინც მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, გვაქვს მი­წო­დე­ბუ­ლი, დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­და­ცე­მუ­ლია რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის და მი­დის მსვლე­ლო­ბა, ახლა მე რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. რე­გუ­ლი­რე­ბის თე­მე­ბია, რე­გუ­ლი­რე­ბა სწავ­ლობს და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს”

ამ სა­კითხს ახლა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტიც სწავ­ლობს, რად­გან შვილ­მა გან­ცხა­დე­ბით მა­თაც მი­მარ­თა. ოჯა­ხი კი სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­შია და ექი­მე­ბის დას­ჯას ითხოვს.

წყარო – ამბები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved