კლინიკა „თიმის“ კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის ორი პაციენტიც. კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის თქმით, არ არის დადგენილი, კონკრეტულად, კლინიკის რომელი თანამშრომლისგან გადაედოთ კორონავირუსი პაციენტებს.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ელოდებიან 12-მდე ტესტის პასუხს. ამ დროისთვის კლინიკას სულ შვიდი ინფიცირებული თანამშრომელი ჰყავს.
საქართველოში კორონავირუსი 348 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კომენტარები