• რეკლამა
  • კონტაქტი
07:16, შაბათი, 10 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – დედაქალაქი გათბობის გარეშეა

ალია ავტორი - ალია
17:26 01-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

უკრაინული მედიის თანახმად, კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000 კორპუსი, ამჟამად გათბობის გარეშეა, რადგან დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა „მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანდა“.

მედიასთან ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

ქალაქში ასევე შეფერხებით მიეწოდება წყალი.

„კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, სოციალურ დაწესებულებებს, კერძოდ, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს ელექტროენერგიით მობილური წყაროებიდან ამარაგებდნენ“, – განაცხადა კლიჩკომ.

მისი განცხადებით, 9 იანვრის ღამეს კიევზე განხორციელებული ერთობლივი თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მტკივნეული იყო.

„ქალაქის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ, პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ამინდის პირობები რთული იქნება.

მივმართავ დედაქალაქის მცხოვრებთ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დროებით დატოვონ ქალაქი. წავიდნენ იქ, სადაც არის ელექტროენერგიისა და გათბობის ალტერნატიული წყაროები“, – დაასკვნა კლიჩკომ.

8 იანვრის საღამოს კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის დედაქალაქს რუსეთის ფედერაციამ დრონებით შეუტია. დესნიანსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი შენობის სახურავს შეეჯახა.

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კიევის რეგიონში დაზიანებისა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ცალკეული სამგზავრო მატარებლების მოძრაობაში შეფერხებულია.

9 იანვრის დილის მონაცემებით, რუსული დაბომბვის შემდეგ კიევსა და კიევის რეგიონში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტოენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved