• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლება კატასტროფულია მცირესაათიანი მასწავლებლებისთვის” – კალკულაცია, შედარება და პროგნოზები მენტორი მასწავლებლისგან

ალია ავტორი - ალია
20:31 06-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,835

ფოტოკოლაჟი –  EDU.ARIS.GE

ავტორი: მზია კახაძე სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი:

 

“საათის ღირებულება გავზარდეთ 96-ლარამდეო.

საინტერესოა, საიდან გაჩნდა ეს რიცხვი?

18 საათზე საშუალო (ზოგადი) განათლების მქონე კადრს ჰქონდა 433 ლარი. უფროსი მასწავლებლის დანამატი იყო 15 საათზე 795 ლარი. 433+795=1228. ამას დავუმატოთ დაპირებული 500 ლარიანი ნამატი. გამოვიდა 1728 ლარი. 1728:18=96ლარი. ეს 96 ლარი გახლავთ პირველი 14 საათისთვის საბაზო ანაზღაურება ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის. უფროსი მასწავლებლის დანამატი ჩაშენდა საათის ღირებულებაში და ცალკე არ იარსებებს.

რა ხდება მეთხუთმეტე საათზე, რომელიც 206 ლარი ღირს ცხრილის მიხედვით?

სტატუსის 795 ლარიანი დანამატი აქამდე სრულად გაიცემოდა 15 საათზე. 795 რომ გავყოთ 15-ზე, საათზე გამოდის 53 ლარი. ახალი გაანგარიშებისას დანამატიანი ჯამური თანხა გაიყო არა 15-ზე, არამედ 18-ზე. ამიტომაც 53-ის ნაცვლად 44,17 ლარი გამოვიდა საათზე. სხვაობა ერთიანად დაამატეს მეთხუთმეტე საათს, რომ მერე არ ედავა ვინმეს, სრულ დანამატს 15 საათზე არ გვაძლევენო. ამით, იმ პედაგოგებს, რომელთაც არ აქვთ 15-საათიანი დატვირთვა, თითო საათზე ნამატი შეუმცირდა თითქმის 9 ლარით. 15 საათს ზემოთ თითო საათის ფასი გახდა 80 ლარი.

ამდენად, უფროსი მასწავლებელი საშუალო-პროფესიული განათლებით 18 საათზე აიღებს 1790 ლარს. იყო 455+795=1250 ლარი. მათთვის ზრდა გამოვიდა დარიცხული 550 ლარი.

ახლა ვნახოთ, რა მოხდა წამყვანი მასწავლებლებისთვის. თვალსაჩინოებისთვის ისევ დავთვალოთ საშუალო-პროფესიული განათლების მქონეთათვის (ბაკალავრის ან მაგისტრის დანამატი თითქმის იგივეა. ამიტომ გავლენას ვერ ახდენს შედარებაზე). მათი ხელფასი აქამდე ასე დაითვლებოდა:

455+1175=1630. ამას თუ დაემატებოდა დაპირებული ზრდა 500 ლარი, სრულ დატვირთვაზე (18 საგაკვეთილო საათი კვირაში) ხელფასი უნდა გამხდარიყო 2130 ლარი.

რეალურად მათ უფროსის 1790 ლარზე ემატებათ მხოლოდ 150 ლარიანი ფუნქციური დანამატი (ისიც მხოლოდ ერთ სკოლაში). ანუ გამოვიდა 1790+150=1940 ლარი. ზრდა არსებულთან მიმართებაში 310 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 და 2025 წლის იანვრიდან 125-125 ლარი უნდა დამატებოდათ ძველი წესით, გამოვიდა 60 ლარიანი მატება.

ახლა ვნახოთ, რა მოხდა მენტორი მასწავლებლებისთვის. თვალსაჩინოებისთვის, ისევ დავთვალოთ საშუალო-პროფესიული განათლების მქონეთათვის (ბაკალავრის ან მაგისტრის დანამატი ახალ წესშიც თითქმის იგივეა, ამიტომ გავლენას ვერ ახდენს შედარებაზე). მათი ხელფასი აქამდე ასე დაითვლებოდა:

455+1475=1930. ამას თუ დაემატებოდა დაპირებული ზრდა 500 ლარი, სრულ დატვირთვაზე (18 საგაკვეთილო საათი კვირაში) ხელფასი უნდა გამხდარიყო 2430 ლარი.

რეალურად მათ უფროსის 1790 ლარზე ემატებათ მხოლოდ 300 ლარიანი ფუნქციური დანამატი (ისიც მხოლოდ ერთ სკოლაში). ანუ გამოვიდა 1790+300=2090 ლარი მოსალოდნელი 2430-ის ნაცვლად. ზრდა არსებულთან მიმართებაში 160 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 და 2025 წლის იანვრიდან 125-125 ლარი უნდა დამატებოდათ ძველი წესით, გამოვიდა 90 ლარიანი კლება.

ახლა განვიხილოთ რა ბედი ეწია მცირესაათიან მასწავლებლებს, ვისაც ამ არასრულ დატვირთვაზეც ჰქონდა სრული დანამატი.

თვალსაჩინოებისთვის ისევ დავთვალოთ საშუალო-პროფესიული განათლების მქონეთათვის (ბაკალავრის ან მაგისტრის დანამატი ახალ წესშიც თითქმის იგივეა, ამიტომ გავლენას ვერ ახდენს შედარებაზე). კერძოდ კომპიუტერული ტექნოლოგიების 7-საათიანი დატვირთვის მქონე მასწავლებელი. მათი ხელფასი აქამდე ასე დაითვლებოდა:

171+1475=1645. ამას თუ დაემატებოდა დაპირებული ზრდა 7 საათისთვის 194 ლარი, იმავე დატვირთვაზე (7 საგაკვეთილო საათი კვირაში) ხელფასი უნდა გამხდარიყო 1839 ლარი.

რეალურად მათ 7 საათის 672 ლარზე ემატებათ მხოლოდ 300 ლარიანი ფუნქციური დანამატი (ისიც მხოლოდ ერთ სკოლაში). ანუ გამოვიდა 672+300=972 ლარი მოსალოდნელი 1839-ის ნაცვლად. კლება არსებულთან მიმართებაში 1645-972=673 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 და 2025 წლის იანვრიდან 125-125 ლარი უნდა დამატებოდათ ძველი წესით, გამოვიდა 923-ლარიანი კლება.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოულოდნელად ასეთი კლებისგან დაეცვა პედაგოგები და 2 წლის განმავლობაში გარდამავალი დებულებით უნარჩუნებს ძველ ხელფასს მათ, ვისაც ახლა ნაკლები გამოსდის, მეტიც, 200 ლარსაც ამატებს ზემოდან.

მაგრამ ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ახალი წესით მენტორ მასწავლებლებს ხელფასი საბოლოოდ მნიშვნელოვნად უმცირდებათ, წამყვანებს კი უცვლელად რჩებათ ან მცირედით ეზრდებათ.

კლება კატასტროფულია (განახევრებაა) მცირესაათიანი მასწავლებლებისთვის, რომელთაც მცირე საათებზე ჰქონდათ სრული დანამატი.

ყოველივე ამის გარდა, საგნობრივი ჯგუფიდან თუ ერთი საგანი ჰქონდა მასწავლებელს ჩაბარებული, იმავე ჯგუფიდან სხვა საგნების სწავლების შემთხვევაშიც ეძლეოდათ დანამატი.

ასევე, თუ რუსულის (როგორც უცხო ენის) გამოცდა ჰქონდა ვინმეს ჩაბარებული და ასწავლიდა რუსულ სექტორზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენას, ეძლეოდათ სტატუსის დანამატი.

ასე გაგრძელდება 2 წელი (გარდამავალ პერიოდში), შემდეგ კი საათის ღირებულებად 96 ლარს გიანგარიშებენ მხოლოდ იმ საგნის სწავლებისას, რომელშიც საგნის გამოცდა წარმატებით გაქვთ ჩაბარებული. დანარჩენი საათები ანაზღაურდება ძველი ტარიფიკაციით.

რა რისკებს შეიცავს ამგვარი სახელფასო პოლიტიკა?

1. წარმატებული და რეფორმებს კვალში მიდევნებული პედაგოგების სრული იმედგაცრუება და ინერციით, მინიმალური მონდომებით მუშაობის გაგრძელება;

2. იმ პროფესიონალი კადრების სისტემიდან და ქვეყნიდან გადინება, რომელთაც ხელფასი მნიშვნელოვნად უმცირდებათ „უპრეცედენტო ზრდის“ ნაცვლად;

3. საგნობრივი ჯგუფებიდან ვინც მომიჯნავე საათებით ივსებდა დატვირთვას 15 საათამდე, რომ მიეღო სრული დანამატი, 2 წლის შემდეგ ხელფასი მნიშვნელოვნად (25%-ით და მეტით) შეუმცირდებათ. რაც შეუძლებელს გახდის მათ სისტემაში დარჩენას ელემენტარული საარსებო პირობების არაუზრუნველყოფილობის გამო;

4. ისედაც დეფიციტური პროფესიების მიმართ ინტერესის მკვეთრი შემცირება, რაც გამოიწვევს შესაბამის ფაკულტეტებზე კიდევ უფრო ნაკლები მსურველის მოზიდვას;

5. მოწვეული და/ან უსტატუსო მასწავლებლების, მასწავლებლობის მაძიებლების დატოვება ისევ 300-400 ლარიან ხელფასებზე ვერ იქნება ხელშემწყობი ფაქტორი სისტემიდან გამსვლელი კვალიფიციური კადრების ჩამნაცვლებელი კადრების მოზიდვისა;

6. დამრიგებლობის 80-ლარიანი დანამატი დიდი ხანია იქცა დაცინვის საგნად და სკოლებში იძულების წესით ნიშნავენ დამრიგებლებს. ეს კი აჩენს ბავშვების მიმართ არასათანადო ყურადღების რისკს;

7. ბაკალავრსა და მაგისტრს შორის, მაგისტრსა და დოქტორს შორის ანაზღაურების სხვაობა იმდენად უმნიშვნელო გახდსა, რომ იშვიათად თუ ვინმეს ექნება განათლების გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვის მისწრაფება;

8. ზრდის ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ მოქალაქეთა რიცხვს, რაც შესაბამის ასახვას ჰპოვებს არჩევნებზე.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საგანმანათლებლო სისტემა?

1. მაღალმთიან რეგიონებში კვალიფიციური (და არამარტო) კადრების მწვავე დეფიციტი მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, უცხო ენის, მუსიკის, ხელოვნების, სპორტის მიმართულებით!

2. პედაგოგიკით და მით უფრო წინა პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტების მწვავე უკმარისობა!

3. კვალიფიციურ პედაგოგთა კორპუსის 60% და მეტის 55 წელზე მაღალი ასაკი!

4. გაუსაძლისი ინფრასტრუქტურული პრობლემები რეგიონების სკოლებში!

დღეს მიმდინარე, სიტყვების თამაშით მოტყუებაზე ორიენტირებული სახელფასო პოლიტიკა ვერცერთ ზემოთ მითითებულ რისკსა და გამოწვევაზე საპასუხოდ ვერ იძლევა სახარბიელო პროგნოზების გაკეთების საშუალებას.

რეკომენდაცია:

1. უახლოეს დღეებშივე მოხდეს სამინისტროს ყველა პასუხისმგებელი პირის დასწრებით პირისპირ შეხვედრის ორგანიზება ყველა იმ პედაგოგთან, რომელთა ხელფასზეც გარდამავალი პერიოდის (2 წელი) შემდეგ უარყოფითად ან ნეიტრალურად აისახება ახალი სახელფასო წესი და შეიცვალოს მიდგომა;
2. გაიზარდოს დამრიგებლობის დანამატი მინიმუმ 3-ჯერ;
3. გაიზარდოს განათლების ცენზის მიხედვით დანამატები მინიმუმ ათჯერ ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორებისათვის, შესაბამისად, 200, 400, 1000 ლარამდე;
4. გაიზარდოს სტაჟის მიხედვით დანამატები მინიმუმ 10-ჯერ შესაბამისად 150, 300, 450 ლარამდე;
5. გაიზარდოს ფუნქციური დანამატები იმ მინიმუმ 250 და 500 ლარამდე. სკოლების შეთავსების შემთხვევაში დანამატი გაიცეს ყველა სკოლისთვის ცალ-ცალკე.

აქამდეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი – წამყვანი და მენტორი არის აკადემიური ხარისხი, რომელიც ნაწილმა მოიპოვა და ახლა მოხდა ამის იგნორირება! რატომ იყო სახელფასო ფორმულის შემუშავების პროცესი გასაიდუმლოებული, ხომ შეიძლებოდა იმ კომისიაში ყველა სტატუსის რამდენიმე პედაგოგი ყოფილი შეყვანილი. რატომ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე? რა გამოდის? – ჩვენ უუფლებო საზოგადოება ვართ? როცა უნდათ, მოგვიმატებენ და როცა უნდათ მოაკლებენ?!

ამ რეფორმის შედეგს ძალიან მალე მოვიმკით. არავითარი მოტივაცია, ისევ ჩაკვდება არაფორმალური განათლება, მხოლოდ გაკვეთილები!

ეს არაა 21-ე საუკუნის სკოლის მოდელი!”.

წყარო –  EDU.ARIS.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved