• რეკლამა
  • კონტაქტი
21:14, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლდეების ჩამოჭრა, მდინარის დაბინძურება, წიაღისეულის უნებართვო მოპოვება, უკანონო მშენებლობა” – რა ხდება კანიონზე? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
18:53 12-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
609

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” აქვეყნებს წერილს:

? “კანიონი 350” ბოლო ერთ თვეში, 6-ჯერ დაჯარიმდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.
? ინვესტორი კომპანიის მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები, სამუშაოების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე: კლდეების ჩამოჭრა, მდინარის დაბინძურება, ხეების მოჭრა, უკანონო მშენებლობა, ტერიტორიის შემოღობვა, წიაღისეულის უნებართვო მოპოვება, გამოყენება და სხვა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოძახებით, რის შედეგადაც მათ უწევდათ „კანიონი 350“-ის აშკარა კანონდარღვევაზე რეაგირება და შესაბამისი ოქმების შედგენა.
? 20 ოქტომბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ოქმები და საქმისწარმოების მასალები სრულად, რაზეც პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, თანაც წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ ბოლო ერთი თვის მონაცემებს და კანონდარღვევების არასრულ ჩამონათვალს.
? დეპარტამენტის მიერ, მათი ოფიციალური პასუხის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, „კანიონი 350“-ის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის და ჩადენილი უკანონობის დაფიქსირება 6-ჯერ მოხდა და დაკისრებული ჯარიმის სავარაუდო ოდენობამ 3000 ლარი შეადგინა, რაც მცირე ნაწილია იმ უკანონობისა, რასაც ინვესტორი კომპანია ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიციის ხელშეწყობით ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ახორციელებს:
• კომპანიამ ოთხჯერ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებურ დაკავებას გულისხმობს და თითოეულ შემთხვევაზე 200 ლარის ოდენობის თანხის გადახდას ითვალისწინებს.
• მათ მიერ მოხდა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რაც იწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
• კომპანიის მხრიდან წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევით განხორციელებული სამუშაოები იწვევს დაჯარიმებას 400-დან 700 ლარამდე.
‼️ მოვითხოვთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან, კანონის სრული დაცვით მოხდეს ყველა კანონდარღვევაზე რეაგირება და გამოთხოვილი ინფორმაცია გადმოგვეცეს სრულად.
◘ მდინარე ეკუთვნის ხალხს!
◘ ოდაბადე არ იყიდება!
May be an image of text
თეგები: "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად"

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved