• რეკლამა
  • კონტაქტი
20:05, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლანის მოსამართლეები (ბოსები) მმართველ პარტიიდან იღებენ დავალებებს, ხოლო დიდ დავებზე ქრთამის აღებასაც არ ერიდებიან – ირაკლი კორძახია

ალია ავტორი - ალია
14:58 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ადვოკატი, ირაკლი კორძახია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

დემოკრატია ქვეყანაში ეფუნება 3 სვეტს: თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. შევარდნაძემ დაგვიტოვა თავისუფალი მედია (კლარა შუკვანი და რუსთავი 2:)), სააკაშვილმა დაგვიტოვა მთავრობის არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობა (2012), თუმცა უკვე 30 წელია არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო: ის იყო სისტემურად კორუმპირებული შევარდნაძის დროს და პროკურატურის ერთ-ერთი განყოფილება სააკაშვილის დროს. ახლა კი სასამართლოში ამ ორივეს აშკარა ნიშნებია.

ქართულ ოცნებას 2013- ში ჰქონდა შანსი, დემოკრატიის მესამე სვეტიც აეშენებინა და ქვეყანა საბოლოოდ შედგებოდა, როგორც დემოკრატია ანუ ხალხის მმართველობა. ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყოდით ტოტალიტარულ წარსულზე და რუსულ ორბიტაზე. სამწუხაროდ ოცნებამ სააკაშვილის გზა არჩია და დაიქვემდებარა სასამართლო. შედეგად მივიღეთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა კვლავ არ არის, ისევ ქუჩაში გასვლა გვიწევს სარალიძის, პოლიტპატიმრების, გავრილოვის ღამის შედეგების და ა.შ. გასაპროტესტებლად. გვთხრიან თვალებს, გვაკავებენ, თანამდებობის პირები იძულებული არიან გადადგენ, ყველაფერ ამაზე გვაკრიტიკებენ უცხოელი მეგობრები. სასამართლოსადმი ნდობა მუდმივად ეცემა, ხოლო ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა გახმაურებულ საქმეს, რომელთა დიდი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ის მოსამართლეები (შინაურულად ბოსები), ვინც სასამართლოში კლანის სახით არიან დაბუდებული, მმართველ პარტიიდან იღებენ დავალებებს, ხოლო დიდ დავებზე ქრთამის აღებასაც არ ერიდებიან, ახლა ყველაზე ცუდ საქმეს უკეთებენ ქვეყანას. მას ართმევენ განვითარების შანს, წირავენ მოსახლეობას მუდმივი არეულობისთვის და აბრუნებენ ჩვენი მტრის (აი იმის, ვისაც საქართველოს 20% მისაკუთრებული აქვს) ტოტალიტარულ ორბიტაზე, სადაც ადამიანი ჭანჭიკია და მისი უფლება კაპიკიც არ ღირს. არადა ვიცი, რომ მათ ქეიფი უყვართ და საქართველოს სადღეგრძელოსაც ხშირად ამბობენ. თუ ფარისეველობა არ არის მათი შეგნებული არჩევანი (ან მურუსიძის მგავსად მანქანის ნომრად SO-RY დააყენებას არ ამოეფარებიან), მათ უნდა იცოდნენ, რომ საკუთარ შვილებს და სამშობლოს ყველაზე ცუდ საქმეს უკეთებენ. ამაზე უარესი ალბათ რუსეთის აგენტობა და ქვეყნის პირდაპირი ღალატია. შეიძლება მათ არჩევანი არ აქვთ, და სააკაშვილის დროიდან, თითოეულზე სქელი საქმეა დევს პროკურატურაში, მაგრამ ეს ცუდი გამართლებაა, რადგან ცუდი საქმის კეთებისგან განრიდება ყოველთვის შეიძლება. (ფოტო ბოლო მოსამართლეთა კონფერენციაზეა გადაღებული, ავტორი ჩემთვის უცნობია, ის კარგად ასახავს სასამართლოს დღევანდელ მდგომარებას – ხალხისგან პოლიციით დაცული ხელოვნურად შექმნილი/ ნაყიდი რეგალია).

თეგები: ირაკლი კორძახია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved