• რეკლამა
  • კონტაქტი
03:01, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კირილს ისეთები უსურვა, ეგ რომ აუხდეს, საქართველო აღარ იარსებებს” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:06 11-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
437
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ჟურნალისტები ხშირად ვერ იგებენ, რატომ ვაწვები, რომ გენოციდის კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და ეროვნული ხასიათი უნდა შეიძინოს – რაშიც მათი მონაწილეობაა საჭირო.
ვერ ხვდებიან, იმ მომენტში რომ რაღაც თითქოს უფრო ცხელი ხდება, რატომ ვაწვები 30 წლის წინ მომხდარზე!
ახლა კარგი მომენტია ასახსნელად:
მეგობრებო, ილია მეორემ მიულოცა კირილს და ისეთები უსურვა, ეგ რომ აუხდეს, საქართველო აღარ იარსებებს.
ვინც ამ მილოცვას ამართლებთ, უიმედოებად მიმაჩნიხართ.
მაგრამ მე მგონია, რომ უმრავლესობა არ ამართლებს.
უბრალოდ შარის თავი არ აქვს და არ აპროტესტებს – დასაბამიდან ასეა, ადამიანს კოლექტივთან ერთ ჭკუაზე ყოფნა ურჩევნია, რომ თავი უსაფრხოდ იგრძნოს – არ გარიყონ, ღელავს. ეს პირველყოფილი შიშია და ნორმალურია – გამორჩეულები ხმაურობენ.
აი ამ ჩემს წარმოსახვით უმრავლესობას სულ ვხედავ სადღაც, მათი სიჩუმეც მესმის.
გენოციდის აღიარების კამპანია, გარდა იმისა, რომ ადამიანურად სწორია – მორალურადაა საჭირო ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ შეფასდეს, სხვა განზომილების გამოც ძალიან მნიშვნელოვანია (მრავალი განზომილება აქვს ამ თემას).
როცა ადამიანებს გამუდმებით ესაუბრები იმაზე რუსეთმა რა ჩაიდინა, საუბრობს მსხვერპლი, განზოგადებული სისასტიკე ადამიანურ ისტორიებამდე ეშვება და პირველწყაროდან ისმენ ბოროტების მასშტაბზე, ნათელი ეფინება ჯალათობას, გაცილებით უფრო გასაგები და ცხადი ხდება, რატომაა უპასუხისმგებლო ბოროტება ქართველობის ნიშნით მოკლული და გაუპატიურებული ქართველების წინაშე, რუსული რეჟიმის წარმომადგენელთან ლაქუცი.
უფრო გასაგები ხდება ასეთ დროს, რას აშავებს პატრიარქი ილია მეორე როდესაც რუსეთის ჯალათი რეჟიმის თვალსაჩინო წარმომადგენელს დაბადების დღეს ულოცავს – ის ელაქუცება რეჟიმს, რომელმაც ქართველების გენოციდი ჩაიდინა.
აი ეს მდუმარე უმრავლესობა, ასე, გაცილებით უფრო იოლად გაბედავს სწორ მხარეს დადგომას!
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილისაქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved