ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე უკვე 24-ე დღეა არ გამოჩენილა, რაც ამ წელს ყველაზე დიდი პერიოდია. ბოლოს ის ფხენიანში გამართულ კონცერტზე 7 მაისს ნახეს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
“ეს წელს ყველაზე დიდი პერიოდია, როდესაც კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში არ გამოჩენილა”, – განაცხადა მან.
მანამდე სამხრეთ კორეის ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კიმ ჩენ ინი საზოგადოებრივ ღონისძიებებს კორონავირუსთან დაკავშირებული შიშების გამო არიდებს თავს.
კომენტარები