კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაზიანდა მის გვერდით მდგარი 9-სართულიანი შენობაც.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების თავდასხმისას 2 ადამიანი დაშავდა.
შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობისთვის, კიევში, ოდესაში, ჟიტომირსა და ლვოვის ოლქში განგაშის სიგნალი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო.
რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ხარკოვია, რომლის ქუჩებშიც მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, განხორციელდა ორი მძლავრი სარაკეტო დარტყმაც. ზღვიდან სარაკეტო იერიში აგრესორებმა ქალაქ მარიოპულზეც მიიტანეს. ბომბები ჩამოყარეს ნიკოპოლსა და ალექსიევკას შორისაც, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეტევა მიიტანეს ასევე კიევის ვინოგრადარის რაიონში.
კომენტარები