• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიევი კონტრიერიშის მთავარ დარტყმას იწყებს – დასავლეთში გაწვრთნილი სამხედროები უკრაინას ჯერ კიდევ რეზერვში ჰყავდა – მედია

ალია ავტორი - ალია
14:59 07-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

როგორც ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში ახალ ეტაპზე გადადის.

ამერიკული გამოცემა, პენტაგონის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის თავდაცვის ხაზები, შესაძლოა, ომის განმავლობაში უდიდესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან კიევი კონტრიერიშის მთავარ დარტყმას იწყებს და დასავლეთში გაწვრთნილი სამხედროების დიდი ნაწილი სამხრეთის მიმართულებით გადაჰყავს. როგორც პენტაგონის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, დასავლეთში გაწვრთნილი სამხედროები უკრაინას ჯერ კიდევ რეზერვში ჰყავდა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უკრაინელი სამხედროების მისია დიდი მნიშვნელობისაა, მაშინ, როცა რუსეთმა დაპყრობილ ტერიტორიაზე ნაღმების, სანგრების, ბუნკერებისა და ტანკებისთვის დაგებული მახეების თავდაცვითი ქსელი მოაწყო, რაც კიევის კონტრშეტევას ანელებდა.

სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინის ბოლო შეტევები შესაძლოა იყოს მოსამზადებელი ოპერაციები მთავარი წინსვლისთვის, ან გადაღლილი სამხედროებისთვის დამატებითი ძალების გაგზავნისთვის.

NY Times-ი ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინელებმა სამი ბატალიონით, რომლებსაც ტანკები ზურგს უმაგრებენ, დაიწყეს “მასიური” იერიში ორიხივის დასახლებიდან და სოფელი რობოტინედან. რუსეთის მტკიცებით, ორივე იერიში მოიგერიეს. NY Times-ი წერს, რომ ორიხივის გარშემო მყოფი ტერიტორია იერიშის სამი მთავარი ღერძიდან ერთ-ერთია.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის სამხედრო მიზნებიდან ერთ-ერთი ფრონტის ხაზის ქალაქი ტოკმაკის გავლით მელიტოპოლამდე გადატანაა. ორივე პუნქტზე გადის მნიშვნელოვანი ტრასა და რკინიგზა, რომლებზე კონტროლის დაკარგვაც რუსებს კოორდინაციასა და მომარაგებას გაურთულებს. შესაბამისად, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის მიერ დაკავებულ დანარჩენ ტერიტორიას შორის სახმელეთო ხიდის გაწყვეტაა.

 

თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved