ვრცელდება, კადრები გუდაურიდან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით რესტორან „მთვრალი ალუბალის“ მფლობელს, მირანდა ესაკიას სცემეს.
ცნობისთვის, გუშინ გუდაურში რესტორან „მთვრალი ალუბალის“ მფლობელი სცემეს, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებელმა მაია ბიჭიკაშვილმა გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, მთვრალი მამაკაცი რესტორანში შესვლას ცდილობდა, რომელსაც დაცვის თანამშრომელმა შესვლის უფლება არ მისცა. სწორედ ამ დროს რესტორნის მფლობელი ქალი მივიდა და შემთხვევაც მაშინ მოხდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები