• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ ერთი პოსტკოვიდური შესაძლო გართულება – ახალი კვლევის შედეგები

ალია ავტორი - ალია
14:33 06-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის პირველადი შედეგი გამოაქვეყნეს, კვლევა დიდი ბრიტანეთის მიერაა დაფინანსებული.

”ადრეული [კვლევის] მონაცემები აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ავტოიმუნური გართულებები. არსებობს მტკიცებულებები, რომ SARS-CoV-2 ინფექციის შემდგომ გართულებებს შორის არის მთელი რიგი ავტოიმუნური დაავადებები, მათ შორის გიიენ-ბარეს სინდრომი”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კვლევა ჩატარდა 84 პაციენტზე, რომლებსაც კოვიდნფექციის რთული ფორმა ჰქონდათ და 19 პაციენტზე, რომლებსაც შედარებით სუსტად ჰქონდათ გამოხატული სიმპტომი და მათი კვლევის შედეგი შეადარეს საკონტროლო ჯგუფს 32 პაციენტის მონაცემთან, რომლებიც რეანიმაციაში მოხვდნენ სხვა მიზეზით და არა კორონაინფექციით.

ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექს რიხტერმა განმარტა, რომ ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ორგანიზმშია ნაპოვნი, მსგავსია იმ ანტისხეულების, რომლებიც  გულის, კუნთების და კანის სხვადასხვა ავტოიმუნურ დაავადებებს იწვევენ.

გიიენ-ბარეს სინდრომის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა შემჩნეულია, რომ ის უმეტესად რესპირატორული ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსული ინფექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება.

კვლევის ავტორების თქმით, მათ საბოლოოდ არ აქვთ დადგენილი, ეს გართულება მხოლოდ კოვიდის მძიმე ფორმის შემდეგ ყალიბდება, თუ სხვა ინფექციით დაავადებულ მძიმე პაციენტებშიც და ამ კითხვას საბოლოოდ პასუხი კვლევის ბოლო ფაზაში გაეცემა.

გიიენ-ბარეს სინდრომის დროს იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში მხოლოდ “უცხოს” უნდა უტევდეს, აზიანებს თავისივე ორგანიზმის ნერვებს. სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მწვავე მადემიელინიზებელი პოლირადიკულონეიროპათია. ამ დროს ზიანდება მიელინი – ნერვის მფარავი გარსი, რაც ხელს უშლის ნერვული იმპულსის ტვინამდე მიტანას. შედეგად ვიღებთ კუნთების სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვას და პარალიზს. 

EurekAlert

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved