თურქეთში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. როგორც ცნობილია, ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშში იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა და დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა.
კომენტარები