“ალფა ნიუსის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა დროებით ოკუპირებულ ხერსონში – ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრთან”, წინასწარი ინფორმაციით, “ჰაიმარსის” რაკეტა აფეთქდა.
მედიის ცნობით, უკრაინელებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით იერიში რუსული ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილზე მიიტანეს.
მედია, სახალხო დეპუტატი ოლექს გონჩარენკოზე დაყრდნობით, წერს, რომ ჰიპერმარკეტის გასწვრივ მომხდარი აფეთქების შედეგად ოკუპანტებს დიდი ზარალი მიადგათ.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ხერსონის დასახლება ვისოკოპოლიასთან რუსი ოკუპანტების შენაერთი უკრაინელებმა ალყაში მოაქციეს, რუსი სამხედროები კი “მწვანე დერეფანს” ითხოვენ, რათა უკანდახევის უფლება მიიღონ.
კომენტარები