ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
„ჟურნალისტს აქვს უფლება ნებისმიერი კითხვა დასვას.
რესპოდენტს აქვს უფლება ნებისმიერი პასუხი გასცეს.
მათ შორის ბენდუს სტილშიც, როცა შეეძლო ეთქვა, “ასეთ კითხვებს უვიცები სვამენ” :))
მაგრამ, ეს სტატუსი სხვა რამეზეა. ოპოზიციური არხების ჟურნალისტები მზად იყვნენ და არიან საკუთარი სიცოცხლე გასწირონ ამ ბრძოლაში და ეს გაზვიადებული შეფასება არაა. ისინი იბრძოდნენ სიცოცხლისთვის.
თანამებრძოლისგან მეტად გწყინს.
როგორც ეს ახალგაზრდები ერთ დღეში ვერ გახდებიან მოღალატეები, რომლებმაც თანამებრძოლები ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისში ჩატოვეს, ისე ნანუკა ვერ გახდება პროცესები მოღალატე მაშინ, როცა სიცოცხლეს სასწორზე დებს ბრძოლაში.
კი სადღეგრძელოა, მაგრამ ვიფიცებ შვილებს რომ
ჩვენი ძალა ერთმანეთშია. თუ ეს მთლიანობა დაირღვევა, წავაგებთ.“
კომენტარები