ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე:
“კი სააკაშვილის დროს დაწესდა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის. ჯერ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის, შემდეგ კი ყველასათვის.
იმ დროს კონტექსტი და მიზეზი იყო სხვა და შეგვიძლია ვთქვათ გამართლებულიც. იქედან ჩამოსულები ხედავდნენ აქაურ მდგომარეობას და უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი მაშინ შერბილდა.
რა ხდებოდა მაშინ აქ? რუსული კაპიტალი არ იყო ასე მეტასტაზებივით და შემოდიოდნენ მხოლოდ ტურისტები.
რა ხდება დღეს? ჩამოსულთა ნაწილია მხოლოდ ტურისტები. უმრავლესობა კი არის აქ გაურკვეველი ვადით საცხოვრებლად გამოქცეული, საეჭვო ფულადი მიმოქცევით დაკავებული და მათი რაოდენობა გაცდენილია კრიტიკულ ზღვარს.
ესე იგი რა გამოდის?
აპელირება 2008 წლის შემდგომ გადაწყვეტილებაზე არის არასწორი. რუსების შემოსვლა უნდა შეიზღუდოს, მათი კაპიტალი უნდა გაკონტროლდეს.”
კომენტარები