• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხვიჩა მაქაცარიას პროფილი – „ჩემი ყველაფერი იქ დავტოვე, ოჩამჩირე არა და აი, დიხაზურგა სულ მესიზმრება და სულ ჩემთან არის…” – Forbes Georgia

ალია ავტორი - ალია
16:53 11-16-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,728

„მე არ ვარ თბილისელი ბიჭი. ეს ქალაქიც ჩემთვის უცხო იყო სულ რაღაც 20 წლის წინ და
არც საჯაროობას ვარ ნაჩვევი. მოვყვები საკუთარ ისტორიას, თუ როგორ მოვიდა ჩვენი
ბიზნესი აქამდე“ – ასე იწყებს ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია Forbes -ის ქართულ
გამოცემასთან ინტერვიუს.

– ასე, კითხვის გარეშე დაიწყო ჩემი შეხვედრა ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც საქართველოში რამდენიმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სისტემურ ბიზნესს ფლობს და მართავს. ინტერვიუზე შეთანხმების პროცესი მარტივი არ იყო და გარკვეული დათქმებით მიმდინარეობდა, მაგრამ, მე მგონი, გამოვიდა.

დღეიდან მისი საქმიანი ისტორიაც გვეცოდინება, პირველი ნაბიჯებიდან დღემდე. მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო – გაიცანით ხვიჩა მაქაცარია. აღნიშნავს, რომ ეს საზოგადოება, აქაური
ურთიერთობები, უცხო იყო მისი ოჯახისთვისაც, შვილებისთვის, რომლებითაც გამორჩეულად ამაყობს. აფასებს პარტნიორებს, მეგობრებს – ყველას, ვინც მისი თბილისში დამკვიდრებისთანავე (2008- 2009 წწ) მისი ყოველდღიურობის ნაწილია. საქართველოში მანამდეც ჩამოდიოდა, მაგრამ ეს უფრო სტუმრად, სამი-ოთხი დღით, „გადაბმულად, მგონი, სრული კვირაც არ გამიტარებია თბილისში 2008 წლამდე, და პერიოდულად ჩამოსვლის მიზეზი ბიზნესიც იყო, თუმცა იმ პერიოდში ეს ინვესტიციები უფრო ემოციურ ხასიათს ატარებდა.

– აფხაზური ენის ცოდნა თუ შეგრჩათ?

– კი, მესმის ყველაფერი. მაგრამ, სამწუხაროდ, წლებია, აფხაზურად საუბრის პრაქტიკა აღარ მაქვს და უკვე მავიწყდება ლაპარაკი მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები აფხაზებთან დღემდე მაქვს, ვმეგობრობ ჩემს კურსელებთან, კავშირები არ გაგვიწყვეტია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და იმ დროსაც მოესწრო როგორც სტუდენტი, როცა სოხუმის უნივერსიტეტი ორ ნაწილად გაიყო (1988 წელი – თსუ-ს სოხუმის ფილიალი).

ეს არის პერიოდი, როცა აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირება მწვავდება. მიუხედავად უნივერსიტეტის ორ ნაწილად გაყოფისა, დარჩა სოხუმის უნივირსიტეტში, რომელიც აფხაზურ ენაზე წითელი დიპლომით დაამთავრა. იმ პერიოდში უკვე მთელი ქვეყანა მოცულია ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით და კოოპერატივების იდეით და მასაც თავში ათასი ბიზნეს იდეა უტრიალებს. რამდენიმე ბიზნესიც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს თავი რიგით ეკონომისტად მეფრინველეობის ფაბრიკაში ამოყო, არცთუ ურიგო ანაზღაურებით და საქმით. თუ რიგითი ანაზღაურება საბჭოთა პროლეტარებს 120 მანეთი ჰქონდათ, ახალგაზრდა მაქაცარია თვეში 400 მანეთს აკეთებდა და, ზემოდან, არც დაფასება აკლდა ფაბრიკის ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა ბონუსის სახით. თუმცა აფხაზურმა ქედმაღლობამ და ახალგაზრდულმა მოუსვენრობამ თავისი ქნა და მაქაცარიას კარიერა სოფლის მეურნეობის მიმართულებით რამდენიმე თვეში დასრულდა.

აფხაზეთის ამბებს მაინც ყველაზე დიდი ემოციით ჰყვება. მიმეორებს, რომ დღემდე ინარჩუნებს ძველ კავშირებს და ურთიერთობებს. მაგრამ განსაკუთრებული სითბო აფხაზეთზე გახსენებისას არა ოჩამჩირის, არამედ გალის რაიონის ოკუპირებულ სოფელზე, დიხაზურგაზე საუბრისას გამოსჭვივის, სადაც ხვიჩა მაქაცარია წელიწადში სამ თვეს ბებიასთან ატარებდა: – „ჩემი ყველაფერი იქ დავტოვე. ოჩამჩირე არა. აი, დიხაზურგა სულ მესიზმრება და სულ ჩემთან არის…”

 

 

დიახ, სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ VEON საქართველო ახლა სრულად ქართული კომპანიაა! – ხვიჩა მაქაცარია

თეგები: ხვიჩა მაქაცარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved