• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხვდებით ხომ “იმედზე”, რა შუბლზეძარღვგაწყვეტილი ბანძები ხართ!?” – ვინ არის ავსტრიელი მაღალჩინოსანი, ვისი სიტყვებიც ქარდებად გამოაქვს “იმედს”? – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:07 07-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ვინ არის ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, რომლის კრიტიკული სიტყვები ევროკავშირზე ქარდად გამოიტანა ტელეკომპანია იმედმა?
ის გახლდათ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2017-2019 წლებში. ეს ქალაბატონი რუსული სახელმწიფო ნავთოგიგანტის „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დამოუკიდებელი დირექტორი იყო 2021-2022 წლებში. 2023 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კნაისლი საცხოვრებლად რიაზანის სოფელ პეტრუშოვოში გადადიოდა. საბოლოო ჯამში იგი პეტერბურგში დასახლდა. 2024 წლის ბოლოდან ესენინის სახელობის რიაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მათი პროფესორი უნდა გახდარიყო.
„რუსეთში იმიტომ გადავედი საცხოვრებლად, რომ ეს ნამდვილად თავისუფალი ქვეყანაა“, – თქვა კნაისლმა!
კარინ კნაისლი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა 2018 წელს, როდესაც იმავე წლის აგვისტოში 53 წლის კარინი გაჰყვა ცოლად ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილინგერს. ამ ქორწილში კი მთავარი ნიუსი იყო ის, რომ პატარძლის მიწვევით ქორწილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრო და მათ ავსტრიის ვენახში ხელიხელჩაკიდებულებმაც კი იცეკვეს.
ავსტრიელ მინისტრს პუტინთან მეგობრობის, რუსი დიქტატორის ქორწილში მიწვევის და ზოგადად რუსეთის დიქტატორთან მეგობრობის გამო ევროპაში .სასტიკად აკრიტიკებდნენ. მას მინისტრის პოსტის დატოვება მოუწია. შემდეგ კი იძულებული გახდა, “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს მაღალანაზრაურებადი თანამდეობიდანაც წასულიყო, ვინიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ევროპელების სანქციების ქვეშ მოყოლა ემუქრებოდა.
აი ეს არის “დამოუკიდებელი ტელეკომპანია” “იმედის” ხელმძღვანელობისთვის” ის ადამიანი, რომლის ციტირება აუცილებლად მიაჩნია, რათა ამ “ორ ფეხზე მდგომმა”, “პატრიოტმა” პროპაგანდისტებმა ქართველები გაგვანათლონ ცუდი ევროკავშირის თაობაზე, რომელიც თურმე ერევა ქვეყნების საშიანო საქმეებში და ამას აკეთებენ იმ პოლიტიკოსით პირით, რომელიც ტაშს უკრავს “კარგ” რუსეთს, მეგობრობს მის სიხლიან დიქტატორთან, როგორც თავისუფლებისმოყვარე და სხვა ქვეყნებისადმი სუვერენიტეტს პატივისმცემელ ლიდერთან! ხვდებით ხომ “იმედზე”, რა შუბლზეძარღვგაწყვეტილი ბანძები ხართ!?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved