პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
არავინ დავობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობა. მათთან თანამშრომლობით არაერთი სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს ეკონომიკას.
არავინ დავობს, რომ მსოფლიო მრავალპოლარულია და პატარა ქვეყანა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას აღნიშნულ რეალობას უნდა ითვალისწინებდეს.
მაგრამ ვინ თქვა, რომ შეუძლებელია ცენტრალურ აზიასთან დაკავშირება და მრავალპოლარულობისგან მომავალი საფრთხეების განეიტრალება, პუტინთან ფოტოების გადაღების გარეშე!
დაპყრობილი, რუსეთის მიერ სისხლით მორწყული ქვეყნის ლიდერი რატომ არ უნდა იკავებდეს თავს იმ ფორუმებში მონაწილეობის მიღებისგან, სადაც ომის დამნაშავეს, საქართველოს მტერსა და დამპყრობს ბენეფისი აქვს… მტრებთან კომუნიკაციისთვის მხოლოდ ასეთი იაფფასიანი და დამამცირებელი გზები არსებობს?
მრავალპოლარულ სამყაროში მარტო უნდა გავიკვალოთ გზა? მტრებს მარტო უნდა ველაპარაკოთ? ზურგს მეგობრები არ უნდა გვიმაგრებდნენ? თურქმენეთთან მეგობრობა, პუტინთან ლაციცი აუცილებელია და გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან თანამშრომლობა მონობა და სუვერენიტეტის დაკარგვა?
თემურ ლენგის საფლავზე ყვავილები მიიტანეს და რა უჭირს, ეგ უზბეკეთის დამოუკიდებლობის მემორიალიაო.
პუტინის კონტექსტში ეწერებიან და რა უჭირს, დედამიწაზეც ხომ ერთად ვცხოვრობთო.
საერთოდ რამე საზომი გვაქვს ღირსების დასაცავად? ყველაფერი მოსულა?
ტაბუ არ არსებობს?
ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე თავისთან, მგლის ლეკვით ხელში ჩავა? და ესეც ლიბერალიზმის გარყვნილებას დაბრალდება?
ღმერთო, გთხოვ, გადმოხედე საქართველოს!














კომენტარები