ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც რუსთავის მე-12 ციხესთან იმყოფება, სადაც დღეს 18 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება, ამბობს:
“დღეს მე ყველას მოვუწოდებ, რომ ჩამოვიდეს რუსთავში ციხესთან და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ დღეს, ხვალ, აქ შევიკრიბებით, ამიტომ ხვალ ალბათ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვილისთვის ულტიმატუმის წაყენება და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს და დღევანდელი განცხადების ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სუს-ის მაღალჩინოსნებს და ბატონ ლილუაშვილს, დიახ, რევოლუცია მოდის, იმ შემთხვევაში თუ გონს არ მოეგებით”
კომენტარები