• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხუთივე კონტინენტზე დაკანონებულია ერთნაირსქესიანი ქორწინება” – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:18 06-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

“ახლა, 2020 წელს, მთელს ცივილიზებულ სამყაროში, ხუთივე კონტინენტზე დაკანონებულია ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება ან სამოქალაქო კონტრაქტი.

ორი ათეული წლის წინ დასავლეთ ევროპაში კონტრაქტი იყო და აღმოსავლეთში არა.

2016 წელს, რესპუბლიკელებმა გავაპროტესტეთ და დავუპირისპირდით ხელისუფლების პროპაგანდისტული, შავრაზმული კამპანიის ფარგლებში საკონსტიტუციო ნორმით განსაზღვრას, რომ ქალის და კაცის ერთობაა ქორწინება. არ დავმალულვართ – კრიტიკულ ვითარებაში ღირებულებებისადმი ერთგულება ვარჩიეთ ელექტორალურ ამოცანას, რაკი შეთავსება შეუძლებელი გახდა.

კიდევ უფრო მკაფიო იყო ეს მიდგომა 2017-ის თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისას.

მოძალადე, რუსული გავლენების ბასტიონის- საპატრიარქოს მეხოტბეობა და უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია.

სუსტთან ძლიერი და ძლიერთან სუსტი…ეს არაა თავისუფალ ადამიანთა არჩევანი.

რესპუბლიკელები საქართველოში სამოქალაქო კონტრაქტის გამოქვეყნებული( 2017), ლგბტქ თემის და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები ვართ.

გვსურს, მხოლოდ ოცი წლით ჩამოვრჩებოდეთ კლასიკურ დასავლეთს… მეტით არა.

გვსურს, მივუახლოვდეთ მალე აღმოსავლეთ და სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპას, სადაც სამოქალაქო კონტრაქტია.

სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სრულფასოვან ნაწილად ვხედავთ საქართველოს მალე… ნატოში უსაფრთხოებითაც, ევროკავშირში კეთილდღეობითაც და ლიბერალური ღირებულებებითაც.

გამონაკლისებს ამოფარება სისუსტე და სითამამის ნაკლებობაა.

თავისუფლების ბრძოლის ავანგარდში ვხედავთ თავს. არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით ღირებულებების საკითხში უკან მიდევნებული ლამპარი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved