• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხურდები არ ჰყოფნის და ეუბნება, შოკოლადი არ მინდა ყავებს ავიღებ, დედას უყვარს…” – ია კარგარეთელი

ალია ავტორი - ალია
01:15 02-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
521

მწერალი, ია კარგარეთელი:

“არასოდეს დამიწერია რაიმე იმის შესახებ რომ ვიღაცას დავეხმარე და ასე შემდეგ, რადგან ამ ყველაფრის აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ… დღევანდელი ამბავი უნდა მოვყვე.
კარფურში სალაროსთან რიგში ვდგავარ და ჩემ წინ პატარა გოგონა დგას, ლამაზი ქერა თმა კოხტად აქვს ჩაწნული კუდად. ხელში სნიკერსი და იაკობსის ერთჯერადი 3 ყავა აქვს, ფრთხილად ალაგებს და მერე ჯიბიდან მუჭით ამოღებულ ხურდებს ითვლის… ხურდები არ ჰყოფნის და სახეზეც ემჩნევა წყენა, მერე თითქოს გამოიდარაო, ბავშვურად გულუბრყვილოდ ეუბნება მოლარეს, შოკოლადი არ მინდა ყავებს ავიღებ, დედას უყვარს, უხასიათოდაა და ამას რომ
დალევს მერე ისევ მხიარული იქნებაო. მოლარემაც სნიკერსი გვერდით გადადო და ბავშვის მიერ საგულდაგულოდ დათვლილი ხურდები ხელახლა გადაითვალა. ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა, თვალები ცრემლით ამევსო, ყველაფერი დავტოვე რაც კალათაში მქონდა, სნიკერსები ავიღე იქვე რომ ელაგა სალარაოსთან თაროზე და ის ორი წუთი სანამ ბარათით გადახდილი თანხა დადასტურდებოდა იმ ბავშვს ვუყურებდი გასასვლელისკენ რომ მიაბიჯებდა.
– ჩეკი გნებავთ?
რა ჩეკი, რის ჩეკი, გასასვლელისკენ გავრბივარ რომ ბავშვს დავეწიო. გული ამოვარდნაზე მქონდა მარშუტკასთან რომ ვიპოვე, ახლაც ვერ ვხვდები იქ მარტო რატომ იყო.
დავუძახე, გავუღიმე (ბავშვებთან ურთიერთობაში ძალიან მოვიკოჭლებ, ამიტომ საშინლად ვღელავდი, არ მინდოდა რამე ისე მეთქვა ან გამეკეთებინა, რომ მისი თავმოყვარეობა შელახულიყო).
მოკლედ გამოველაპარაკე, სნიკერსებიც მივეცი და მისი მარშუტკა რომ
მოვიდა ასვლისას მომაძახა:
”არასოდეს დაგივიწყებ, არც ამ დღეს დავივიწყებ, ყოველთვის მემახსოვრები”.
ახლაც კი ვტირი ამას რომ ვწერ…
არ ვიცი, ვერ აღვწერ რა დამემართა, ფეხებში ძალა წამერთვა, ახლაც მახსოვს ის მზერა და არც დამავიწყდება… 12 წლის იყო, მოთხრობების კითხვა მიყვარსო, ექიმი უნდა გავხდე და რომ
გავიზრდები ხალხს დავეხმაროო, შოკოლადებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ დედას არ ვეუბნები, ფული არ აქვს და არ მინდა ინერვიულოს რომ ვერ ყიდულობსო…
ვიხსენებ ახლა და ვფიქრობ, რა უსამართლოა სამყარო, სადაც ბავშვები ტკბილეულზე და ლამაზ სამოსზე ოცნებობენ…”

თეგები: ია კარგარეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved