• რეკლამა
  • კონტაქტი
10:49, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს – სკანდალური საქმის დეტალები და პირები, რომლებსაც ჯერ პასუხი არ უგიათ!

ალია ავტორი - ალია
17:25 04-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
415

“ალიას” მოაწოდეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ შსს-მ დღეს დააკავა გიორგი მენაბდე, სასულიერო პირის, შიო მენაბდის ვაჟი. დაკავება უკავშირდება ხორავას საქმეს!

გიორგი მენაბდეზე წლებია მედია წერს, 2018 წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა, რომ დაინახა “სალარიძეს მარჯვნიდან და უკნიდან გიორგი მენაბდე ურტყამდა, რომელსაც ხელში ვერცხლისფერი საგანი ეჭირა, მოკლული სარალიძის მარცხნივ კი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ნათესავი – მიხეილ კალანდია იყო.”

2018 წელს, კურიერმა ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა, რომლის მიხედვითაც მამა შიო მენაბდის შვილის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დავით სარალიძის სისხლი აღმოჩნდა. (ვიდეო) დასკვნით ირკვევა, რომ მამა შიო მენაბდის შვილს სამედიცინო ექსპერტიზა მომხდარიდან 11 დღის შემდეგ ჩაუტარდა. გამოკვლევისას მან ექსპერტებს უთხრა, რომ ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს ზურგში, სავარაუდოდ, დანა ჩაარტყეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დაჭრილი გიორგი მენაბდე გამოძიებამ იმ დღესვე დაკითხა, თუმცა, რატომღაც, არც მისი ტანსაცმელი ამოიღო ექსპერტიზისთვის და არც იმის ძიება დაიწყო, ვინ და რატომ დაარტყა დანა მენაბდეს.

ვინ და რატომ დაარტყა დანა მენაბდეს, ამაზე “ალიას” კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა უყვებოდა, გთავაზობთ, ამ ნაწილს, მისი ინტერვიუდან:

“- 51-ე სკოლიდან ერთ-ერთმა, ვინც კალანდიას მხარეს იდგნენ, წამოვიდა ერთი ბავშვი, არ მინდა სახელი ვთქვა, რომელმაც აუარა გვერდი კალანდიას, მოვიდა მეორე მხარეს და დაარტყა ზურგში მენაბდეს. ეს ფაქტია.
– ვინ დაარტყა.
– მე არ ვარ ბრალმდებელი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, დასკვნით ეტაპამდე ვიტყვი.
– მენაბდეს არ ჰქონდა დანა?
– მე გისვამთ კითხვას, ის ვინც დანა დაარტყა მენაბდეს, არ არის კალანდიას შემადგენლობიდან, მენაბდის ნათქვამი რომ ზურგი ავარტყი – ზღაპარია, მენაბდე რომ დაჭრილია, რომ ცხადია, ის ძალა, რომელიც წამოვიდა, სარალიძის მეგობარია, რატომ წამოვიდა მენაბდისკენ?
– მაშინ, როცა მენაბდე უფრო სუსტია ტანად?
– დიახ, მაგას გეკითხებით, რატომ? ჩემი აზრით მან აღიქვა გარემოება და შეაფასა სწორად, რომ მენაბდე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სარალიძისთვის და მიაყენა სწორედ ამიტომ მენაბდეს ჭრილობა. უფრო მეტ საფრთხეს ვგულისხმობ რომ მან დაინახა რაღაცა ისეთი, ადვოკატს არ მაძლევს უფლებას ვთქვა.

– რამდენმა ადამიანმა დაარტყა სარალიძეს?
– თქვენ თუ გაინტერესებთ კითხვა ასეთია, საქმეში რამდენი დანა იყო, ეგ უნდა ვთქვათ პირველ რიგში.
– კარგი, ვთქვათ, მაგრამ, დანა არა, რამდენი ბასრი, ცივი იარაღი იყო საქმეში?
– დავარქვათ ცივი იარაღი. დანა ნომერი პირველი, რომელიც ქონდა ჯანაშიას საქმეში, დანა ნომერი ორი, რომელიც ქონდა ბარბაქაძეს საქმეში, საქმეში არ არის დანა ნომერი სამი, რომლითაც მენაბდე დაიჭრა და საქმეში არ არის დანა ნომერი ოთხი, რომლითაც მიაყენეს მეთერთმეტე და სხვა ჭრილობები, ეს ოთხი დანა მინიმუმ არის საქმეში. საექსპერტო დასკვნით, ეს ჭრილობები, დანარჩენი ჭრილობები შეიძლებოდა ამ პარამეტრების მატარებელი სხვა დანითაც ყოფილიყო მიყენებული. იგივე სერიოზული წარმოების დანას შეეძლო იგივე ჭრილობების დატოვება.
– პროკურატურა არ საუბრობს ამდენ ცივ იარაღაზე და შეიძლება მეხუთე დანაც იყოს საქმეში?
– მეხუთე დანა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ არ არის გამორიცხული. გამომძიებელი, ჟამერაშვილს მენაბდემ ანახა დაჭრილი ვარო, მამამისი, ის როა, სასულიერო პირი, იქ ესწრებოდა, ანახეს ჭრილობა და ამ დოყლაპიამ, ტანსაცმელიც არ ამოიღო, დოყლაპიაა, არ მაქვს სხვა ფრაზა.”

2018 წელს, გიორგი გახარია გვიმტკიცებდა, რომ ხორავას საქმე გახსნილია!

პროკურორი კი ამტკიცებდა, რომ საქმეში მხოლოდ 2 დანა იყო, მაგრამ… 2021 წლის 15 აპრილს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დააკავეს გიორგი მენაბდე, რომელსაც ხვალ ბრალს წაუყენებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მართალია, პირდაპირ არ ასახელებდა გვარს საპარლამენტო კომისია, მაგრამ გარკვეული მინიშნებები მენაბდეზე, ამ დასკვნაშიც იყო. თუმცა, საპარლამენტო კომისია პირდაპირ ადებდა ხელს პროკურორებს, გამომძიებლებს, ითხოვდა სკოლაში გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას და ითხოვდა გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. მაშინ ეს დასკვნა მწარედ გააკრტიკა თეა წულუკიანმა და თქვა, რომ იქ არაფერი წერია, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის და წესით, გიორგი გახარიას კარიერის დასარული, სწორედ ხორავას საქმის გამო უნდა დადმგარიყო!

“ალიას” არაერთხელ მოაწოდეს ინფორმაცია იმაზეც, რომ შესაძლოა დადუნაშვილსაც ორმა პირმა დაარტყა დანა – გახდება თუ არა, რამე დამატებითი დეტალი ცნობილი დადუნაშვილის მკვლელობაზე, ჯერ ეს უცნობია.

ლევან დადუნაშვილს ორი ჭრილობა ჰქონდა, ერთი სასიკვდილო, დავით სარალიძეს 12 ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის რამდენიმე სასიკვდილო.

თამო კეშელავა, ალია

“ალიამ” კომენტარისთვის მიმართა შსს-ს, მასალაზე მუშაობა დამთავრებული გვქონდა, როცა განცხადება გაავრცელეს:

2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

თეგები: დათუნა სარალიძეხორავას საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved