• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხორავას ქუჩის და შაქარაშვილის მკვლელობებს აერთიანებს ერთი მთავარი ნიშანი”

ალია ავტორი - ალია
01:09 07-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“ხორავას ქუჩის ისტორიას და შაქარაშვილის მკვლელობას აერთიანებს ერთი მთავარი ნიშანი – ანგარიშსწორება კლასიკური კრიმინალური რიტუალის მიხედვით.

მკვლელობა ხდება ჯგუფურად, რომ შეუძლებელი იყოს კონკრეტული მკვლელის ამოცნობა; ასევე პასუხისმგებლობის იმგვარი გადანაწილება, რომ განაჩენის მაქსიმალური ზომა ვერავინ მიიღოს. კრიმინალური მენტალიტეტი და რიტუალები ყველა ქვეყანაში გვხვდება. ამერიკისა და ევროპის გეტოებში ამ მოდელით აზროვნებენ და იქცევიან, რადგან სწორედ ეს იძლევა გადარჩენის ყველაზე დიდ შანსს.

მაგრამ სხვა საქმეა, როცა პატარა ქვეყნის მოსახლეობის ე.წ. “საკონტროლო პაკეტი” კრიმინალურ მენტალიტეტს ემორჩილება. ასეთ საზოგადოებაში ახალგაზრდა მამაკაცს ორი არჩევანი აქვს, ან იქნება ჩაგრული, ან მჩაგვრელი.

ადამიანი ბუნებითაც რომ არ იყოს სასტიკი, ეს სოციალურ-კრიმინალური წნეხი მას აიძულებს რომ დაუნდობელი გახდეს. ბოლოსდაბოლოს, ასეთები მოსწონთ ახალგაზრდა ქალებსაც; ასეთი შვილები სურთ მამების უმრავლესობას; ასეთებს განადიდებენ და პატივს სცემენ კულტურის, სპორტისა და სოციალურ ელიტებში; და ბოლოს, ასეთები სჭირდება მაფიოზურ ბიზნესს კონტროლიორებად და აღმსრულებლებად.

ასე იქმნება მკვეთრად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული კრიმინალური აზროვნება, რომელიც მომავალს უსპობს იმ საზოგადოებას, სადაც გაიფურჩქნება. საქართველო – სსრკ-ს ერთერთი ყველაზე ქურდული სახელმწიფოც ამიტომ ვერ შედგა. საქართველო სამწუხაროდ მხოლოდ ილუზორული ფსევდო-სახელმწიფოა, ასევე ილუზორული დემოკრატიით.

– გვარამია აპოლიტიკურებს ჩვეულებრივ კრიმინალს – ეს არის ქვეყნის “საკონტროლო პაკეტის” მთავარი მესიჯი. არადა, ეს დანაშაული სწორედაც რომ პოლიტიკურია თავისი შინაარსით და ყველა დეტალით. პოლიტიკურია ის, რომ ქვეყნის ყველაზე გახმაურებულ საქმეს პრაქტიკულად ჟურნალისტები ხსნიან; ის, რომ პოლიციის ნდობა შეუძლებელია, რადგან ისინი კრიმინალიტეტის მკაცრი წნეხის ქვეშ არიან; ისიც, რომ სასამართლო და პროკურატურა მხოლოდ მოსაჩვენებლად არსებობს; უბრალოდ ქმნიან ილუზიას, იმით, რომ სინდიკატისათვის უმნიშვნელო და არასაინტერესო შემთხვევების მოგება შესაძლებელია; და რაც მთავარია ის, რომ ქვეყანაში გაბატონებულია ისეთი შიში, რომ მტანჯველი სიმართლის ამოთქმისაც ეშინია ადამიანს.

ჩრდილოვანი ერთპიროვნული მმართველობა კრიმინალური იმიტომ არის, რომ აქ მთავარი “ქურდის” ხელშია გაერთიანებული ხელისუფლების სამივე შტო- საკანონმდებლოც, სასამართლოც და აღმასრულებელიც და ამას ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ყოველდღე. თუ შინაგანი პროტესტი გაგიჩნდებათ ამის წაკითხვისას, უცებ ჰკითხეთ თქვენს თავს, ვინ წყვეტს ქვეყნის ნებისმიერი დონის პოლიტიკოსის ბედს, “ის კაცი” თუ ხალხი.

სწორედ ამიტომ არის ეს საზარელი შემთხვევა პოლიტიკური. მას არ სჭირდება ძალით გაპოლიტიკურება. ის თვალსაჩინოებაა ერის და სახელმწიფოს დეგრადაციისა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved