მამუკა მდინარაძე რუსულ კანონს ევრორეკომენდაციად ასაღებს, მაშინ, როცა ევროკავშირი ამბობს, რომ ამ კანონის დაინიცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებოდით კანონს, ჩვენ ხომ ვამბობდით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, ხელისუფლებას დაკარგავს, ძვირად დაუჯდებაო, მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა, რომელიც კი არ შესრულდა, მდგომარეობა გაუარესდა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით კიდევ უფრო იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, „გადაგდების“ საპირისპიროდ თავისი სიტყვა თქვას.
ხალხი იყო ქუჩაში გამოსულიო, რა თქმა უნდა, ხალხი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებაა. ევროპული განცხადებები, ოფიციალური წარმომადგენლობების განცხადებები გაცილებით მოზომილია შარშანდელთან შედარებით. შარშან, პირდაპირ ამბობდნენ, ეს „რუსული კანონი“ არისო. რატომ ვუხდი ქალბატონ დანიგანს მადლობას – პერსონალურად მისი განწყობა შეესაბამება იმ რეალურ მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს, ჩანს რომ ის წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვისგან განსხვავებით, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კონკრეტული ძალის ინტერესებს წარმოადგენდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები