• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხომ წარმოუდგენელია, მე რაღაც როლი შევასრულო უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში?” – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:36 02-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

რუსთავი2-ის ეთერში, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ საუბრისას ამბობს:

“კარგად მახსოვს, ჩემი პირველი პრემიერობის დროს მოხდა ყირიმის ანექსია და, მაშინაც ვაკვირდებოდით რა რეაქცია ექნებოდა დასავლეთს და მსოფლიოს. რამდენიმე თვის შემდეგ ვიზიტი მქონდა ერთ-ერთ ქვეყანაში და სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ არავინ აღარ საუბრობდა ყირიმზე, რაც ტრაგედიაა. დღეს კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია. პირდაპირ უნდა იქვას, რუსეთი ცდილობს შეცვალოს მსოფლიოს წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შემდეგ ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს წესრიგი დღეს დიდი გადახედვის პროცესშია, ამიტომ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია. მშვიდდად, ცივად, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პრაგმატულად უნდა ვიმოქმედოთ.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი, რამე ტიპის გავლენის მოხდენა სცადოს საქართველომ, თუნდაც, მოლაპარაკების პლატფორმა შესთავაზოს რუსეთსა და უკრაინას, პრემიერი ასე პასუხობს:

“ხომ წარმოუდგენელია, მე რაღაც როლი შევასრულო უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში? მე დღეს არარეალურად მეჩვენება აღნიშნული, თუმცა, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ რაღაც წვლილი შევიტანოთ სიტუაციის დეესკალაციაში.

უნდა ვიყოთ რეალისტები. ზედმეტი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს, ჩვენი რეგიონი ძალიან პატარა რეგიონია, ყველაფერი ცხელი მოვლენები ხდება ევროპის შუაგულში, მთელი საერთაშორისო სისტემა დიდი გამოწვევის წინაშეა. მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას, ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრის მომცემია, მინდა ეს ვთქვა.”

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე – რას პასუხობს ამ კითხვას პრემიერი

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილირუსეთისაქართველოუკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved