ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,ზარები,
ზარები, ზარები…
-ხომ არ იცი, ვის დაველაპარაკოთ, რომ ბატონ ბიძინას ხმა მივაწვდინოთ?
კვირა ისე მოღამდა, ყურმილი ვერ გავაგდე ხელიდან…
დამეფიცება, რომ ყველა ვინც რეკავდა ამ მთავრობის გულმხურვალე მხარდამჭერია.
ისეთები მოვისმინე რაც ხდება ე.წ. საბჭოებში, სამინისტროებში,
სხვადასხვა გაერთიანებებში, რომ თმები ყალყზე დამიდგა…
როგორ უთხრიდნენ (და უთხრიან) ძირს ბიძინა ივანიშვილის ერთგულ კადრებს, როგორ განაგებენ პატარა მეფუკები და როგორ “აგულავებენ” საკუთარი სქესისვე წარმომადგენლებს, პარალელურად კი სამშობლოზე და ოჯახურ სიწმინდეზე ღაღადებენ(ცხელ-ცხელი ამბავია და დროზე ჩაფარცხეთ, თორემ სახელების აფრიალებაც არ გამიჭირდება)
ხოდა…ამ პატარა, ოღრაშ მეფუკეებს მადაც გაეზარდათ და თავიანთი პროტეჟეების კიდევ უფრო მსუყედ წინსვლაც გადაუწყვეტიათ…
ალბათ დღე-დღეზე გასკდება “კულტურული” სკანდალიც.
ხოდა, ახლა აქ მეორეკლასელი არავინაა.
ვინ ან ვისი ხელით ცდილობენ აგენტურული ჭიები ერთდროულად რამოდენიმე თემის აგორებას?
ახლა გაგახსენდათ ყველას ერთად საპრივატიზაციო ადგილებიც, დაწინაურებებიც, ხელფასის მომატებებიც, თუ სპეციალურად აგიჟებთ ხალხს?
დიახაც სპეციალურად!
უნდა შეიქმნას ფონი, რომ ივანიშვილის ხალხი უსამართლოა,
მთავრობა ცუდია,
მდგომარეობა-გამოუვალი.
ციხეებზე დიდი ხანია ვიძახდი, მეტი საჯაროობა საჭირო, მეტი დიპლომატია.
რა მივიღეთ?
კარგი არაფერი.
ახლა დომინოს პრინციპით სხვა უწყებებსაც უჩნდება ბზარი, თითქოს მოპუნტურდნენ, მოძღნენ, და აი ნაკერებს ვეღარ იჭერს მათი ზღვარგადასული მადა და ბრენდული ტანსაცმელი…
სულ არაა საჭირო დიდი კონსპიროლოგობა, რომ მიხვდე:
მთავარი დივერსანტი ჯერ არაა გაუნებელჰყოფილი.
ჯერ კიდევ დაუსჯელია ის, ვინც “ოცნებას” იმიჯი დაუნგრია, მომხრეები გაანაწყენა, ერთგულ ხალხს სამსახურები დაატოვებინა, “შავ სიები” შექმნა, ყველგან პანიკა, ნიჰილიზმი და უნდობლობა დათესა…
მისი საცეცები ჯერ კიდევ ყველგანაა.
პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ პატარა ქვეყანას კიდევ უფრო პატარა დედაქალაქი აქვს, ამ პატარა თბილისს კი პაწაწუნა 2-3უბანი, სადაც ამბავი ირჩევა…
ჟონავს, მეგობრებო ყველაფერი ჟონავს,
ამბავიც და რეპუტაციაც…
კვაზი დღესასწაულები, დაჯილდოებები,მაშინ, როცა მთავარი ვირთხა ჯერ კიდევ განაგებს თავის აგენტურულ მიმართულებას, აშანტაჟებს საკუთარ ბენეფიციარებს, ცდილობს ჩაძიროს გემი, რომელზეც მსუყედ მოისუქა თავი.
გამოსავალი?
დავიწყოთ სიმართლის ლაპარაკი და წერა!
ახლა ამას ისინიც კითხულობენ, ვინც მე დამირეკა.
თამამად მეგობრებო!
ხომ ვიცით, რომ ბევრი არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკი გამორჩენაზეა, წამზომი ჩართული აქვთ და მეტის წაგლეჯა უნდა მოასწრონ.
რას ველოდებით?
სიმართლე-სინათლეა.
შინაური მტერი ორი კატეგორიისა:
1. ვინც ბანალურად ისქელებს საკუთარ ჯიბეს.
2. ვინც ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, ცხადია აქაც ინტერესი საკუთარ ჯიბეზე გადის.
ამიტომ, კი არ გავყოთ მრევლ-მრევლ საზოგადოება,
არამედ გავერთიანდეთ და ჯერ სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს(მითუმეტეს ყველამ ვიცით რა და როგორ) მერე კი ამდენი ვირთხის ხელში გემის გადარჩენაზე ვიფიქროთ!
P.S. ახალი ტრენდის ჩამოყალიბება ” იმედი”და “საზმაუ” -ნაგავია და
ისევ ოპოზიციური არხებიდან გავიგოთ სიმართლე, იგივე ნავირთხალია!!!
ყველაფერი გაკეთდა ამ ტელევიზიების გასაფუჭებლად და ეს ყველაფერი ერთ ბინძურ თავში მოიხარშა.
ახლა გააღეთ პირი და თქვით:
ააააააააააა…
გაგრძელება იქნება…“











კომენტარები