• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლების ძალადობით შეცვლის მცდელობები ამჯერად ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების ავტორიტეტის გამოყენებით გაგრძელდეს?“ – ბიძინა გიორგობიანი

ალია ავტორი - ალია
21:19 11-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი:

,,ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები რამდენიმე კითხვას მიჩენს, რომლებზეც პასუხის გაცემა, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
მეუფე იობმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მისი შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. თუმცა ქადაგებაში მას პირდაპირ არ უხსენებია არც არჩევნები და არც ხელისუფლების ცვლილების კონკრეტული კონსტიტუციური მექანიზმი რაც დღეისათვის პრაქტიკაში არსებობს.
ამავე ქადაგებაში მან გააკრიტიკა ეკონომიკურ განვითარებაზე ხელისუფლების ზედმეტი ორიენტაცია (არადა ძირითადად ეკონომიკაზე ზრუნვისათვის ვირჩევთ ხელისუფლებას), თბილისში მიმდინარე მშენებლობები და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა.
მეუფე იობის ქადაგებაში კიდევ ერთმა განცხადებამ მიიქცია ჩემი ყურადღება. „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“.
რწმენა ადამიანის პიროვნული, თავისუფალი და სულიერი არჩევანია. ხელისუფლება კი სახელმწიფო ინსტიტუტია და არა ერთი სულიერი პიროვნება. ამიტომ მისი ყველა წარმომადგენლის ერთიანად „ურწმუნოდ“ გამოცხადება, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე აბსოლუტურად მიუღებელია.
ეპისკოპოსს აქვს უფლება, ამხილოს ხელისუფლების უსამართლო მოქმედება, გააკრიტიკოს მისი პოლიტიკა და შეაფასოს კონკრეტული გადაწყვეტილებების ქრისტიანულ ზნეობასთან შესაბამისობა, მაგრამ ერთია ქმედების ზნეობრივი შეფასება და სრულიად სხვა — ადამიანების რწმენის შესახებ განზოგადებული განაჩენის გამოტანა.
მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი განასხვავებს ადამიანის საჯაროდ გამოხატულ სარწმუნოებრივ პოზიციას, მის ქმედებებსა და შინაგან რწმენას. ეპისკოპოსს შეუძლია ამხილოს უსამართლობა, დაგმოს ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები და მიუთითოს სარწმუნოების საჯარო უარყოფაზე. მაგრამ რა საფუძველზე შეიძლება მთელი ხელისუფლების წარმომადგენელთა რწმენის შესახებ ასეთი განზოგადებული დასკვნის გამოტანა?
სასულიერო იერარქობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს და ალბათ გულისხმობს, ამხილო ცოდვა, მაგრამ არ მიითვისო ადამიანის სინდისისა და რწმენის საბოლოო მსაჯულის ადგილი.
ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ქადაგების შემდგომი მოვლენების განვითარება.
მეუფე იობის განცხადებას ძალიან მოკლე დროში გამოეხმაურნენ სხვა ეპისკოპოსებიც. 11 ნოემბერს, საღამოს 18:06 საათზე, მედიაში უკვე გამოქვეყნებული იყო მეუფე ილარიონის განცხადება, ხოლო 18:30 საათზე — ეპისკოპოს გიორგის გამოხმაურება, რაც მაფიქრებინებს, რომ მათ საკუთარი ტექსტები წინასწარ უკვე მომზადებული ჰქოდათ.
ამასთან, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ეკლესიისა და მისი იერარქების მიმართ (მათ შორის პირველ რიგში პატრიარქის) მწვავე კრიტიკით და უხამსი გამონათქვამებითაც კი გამოირჩეოდნენ, მეუფე იობის მიმართ მოულოდნელი პატივისცემა- კეთილგანწყობა გამოავლინეს. სრულიად გაიზიარეს მისი პათოსი ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც ათწლეულებია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსეთის ბასტიონად აცხადებდნენ..

რა შეიცვალა, მათი დამოკიდებულება ეკლესიისადმი თუ მეუფე იობის განცხადება აღმოჩნდა მათთვის პოლიტიკურად ხელსაყრელი?
ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალურია იმ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარეობს.
ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ სასულიერო პირს შეუძლია ხელისუფლება გააკრიტიკოს. ეკლესიის წარმომადგენლებს აქვთ უფლება და ზოგჯერ ვალდებულებაც, ისაუბრონ საზოგადოებრივ პრობლემებზე. ხელისუფლების კრიტიკა თავისთავად არც შეთქმულებაა და არც დესტაბილიზაციის მცდელობა.
მაგრამ არსებობს განსხვავება ხელისუფლების ზნეობრივ შეფასებასა და ეკლესიის ავტორიტეტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას შორის.
სწორედ ამიტომ მიჩნდება კითხვა:
-ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ვერგანხორციელებული ხელისუფლების ძალადობით შეცვლის მცდელობები ამჯერად ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების ავტორიტეტის გამოყენებით გაგრძელდეს?
ეს ეჭვია და არა ბრალდება.
თუმცა არც ის მიმაჩნია სწორად, რომ მოვლენების დროითი თანხვედრა, პოლიტიკური განცხადებების შინაარსი და მათზე ოპოზიციის რეაქცია ყოველგვარი განხილვის გარეშე დავტოვოთ.
საქართველოს უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ეკლესიის პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩათრევას.
ეკლესია არ უნდა იქცეს არც ხელისუფლების დამცველ პოლიტიკურ ინსტრუმენტად და არც მისი მოწინააღმდეგეების ბრძოლის იარაღად.
ხელისუფლების შეცვლის საკითხი ცალსახად ხალხის პოლიტიკური ნების, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში უნდა წყდებოდეს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი საკითხის გარკვევა: რამდენად დამოუკიდებელი იყო ეპისკოპოსების განცხადებები, რა პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა მეუფე იობის მოწოდებას და ხომ არ ცდილობს რომელიმე გარე პოლიტიკური ძალა, ეკლესიის ავტორიტეტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.
აქვე დავამატებ, რომ როგორც იერარქს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება, ისე ჩვენი მხრიდან კითხვების დასმა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის. პირიქით, ეკლესიის დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივი მშვიდობის დაცვას ემსახურება.“

თეგები: ბიძინა გიორგობიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved