• რეკლამა
  • კონტაქტი
20:23, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხო არ ჰკითხავდა ამ ტელევიზიების წარმომადგენლებს, რამდენი და რომელი შავი ფული ტრიალებს იქ” – გვარამია კობახიძის განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
10:42 07-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ეს არის წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების გაყალბება, რომელიც დღესვე მიმდინარეობს”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ღამის მთავარში” საუბრისას განაცხადა.

გვარამიამ გადაცემაში არხის სარეკლამო სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლასა და ჟურნალისტების მიმართ გამოცხადებულ რეპრესიებზე ისაუბრა. ამასთან, გვარამიამ აღნიშნული გადაცემის საშუალებით ირაკლი კობახიძის განცხადება გამოეხამაურა, რომლის თანახმად, თითქოს კრიტიკულ ტელევიზიებში შავი ფული ტრიალებს და დასძინა, რომ – “ეს არის სრული სისულელე.”

“შემოსავალი იმდენია “რუსთავი 2-ის” რამდენიც ჩვენი და გასავალი არის 2-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი. ტელეკომპანია “იმედს” იმიტომ, რომ მთელი სახელისუფლებო მანქანა მასზე მუშაობს, შემოსავალი აქვს ჩვენზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი, მაგრამ გასავალი აქვს 6-ჯერ მეტი და ხო არ ჰკითხავდა [კობახიძე] მათ შორის ამ ტელევიზიების წარმომადგენლებს, რამდენი და რომელი შავი ფული ტრიალებს იქ. ინვესტორი რამდენ ფულს ჩადებს და როგორ ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ? მაშინ მას უნდა დაუდგინონ, რომ ეს არის შავი ფული, ტელევიზიასთან ამას რა კავშირი აქვს? ჩვენ როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ წყაროს წყარო. სრული სისულელეა, ჩვენთან შემოსვლით, როგორ უნდა გაირკვეს შავი ფულია, თეთრი თუ მწვანე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, 15 ივლისს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრიტიკულ ტელევიზიებში “შავი ფული ტრიალებს” და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ამასთან, შეგახსენებთ, დღეს, საგადასახადო ინსპექცია “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის გენერალუმა დირექტორმა განაცხადა, რომ – “ეტყობა ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ვინც ჩვენს რეკლამებს ყიდის, აი, იმ სახლში შევიდნენ.” 

მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია “მთავარი არხი“-ს მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. მათივე ინფორმაციით, შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved