• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხმის მიცემამდე, ბიძინა ივანიშვილის კაბინა დაცვამ გაწმინდა

ალია ავტორი - ალია
14:34 11-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურზე უკვე მივიდა და ხმა მისცა. თუმცა მანამდე, ორი კაბინა მისმა დაცვამ გაწმინდა. სწორედ ამ კაბინებში შევიდნენ რამდენიმე წუთში ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, კაცმა სადეზინფექციო საშუალებები ივანიშვილის მოსვლამდე პოლიეთილენის პარკით მიიტანა, მმართველი პარტიის ლიდერის წასვლის შემდეგ კი, ოთახში შებრუნდა და სადეზინფექციო საშუალებები წაიღო.

On.ge-ს ჟურნალისტი ესაუბრა მთაწმინდის #4 უბნის თავმჯდომარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ კაბინა ნამდვილად ივანიშვილის პირადმა დაცვამ გაწმინდა. კითხვას, ჰქონდა თუ არა მას კაბინასთან მისვლის უფლება, უბნის თავმჯდომარე ასე პასუხობს:

“ჩვენ კაბინასთან ვერ მივალთ როცა ამომრჩეველი ხაზავს თავის აზრს. კანონში არ წერია, რომ არ აქვს უფლება პირად დაცვას, მივიდეს და დაამუშაოს. თუმცაღა, ჩვენ ჩვენი, დეზინფექციას ვინც ატარებდა, ის გვყავს, ალაგებდა, ორ საათში ერთხელ ალაგებს ყველაფერს, მაგიდებს წმენდს, კაბინებს წმენდს, მაგრამ კოდექსში არ გვიწერია… თუ მანახებთ, სად წერია კოდექსში, რომ პირადმა დაცვამ არ შეიძლება დაამუშაოს რაიმე, ან პირადმა ექიმმა… შეიძლება მისი პირადი ექიმი იყო, მე ხო არ ვიცი, შეიძლება ხალათი გარეთ არ ეცვა. ყოველ შემთხვევაში, პირადი დაცვა რომ არის და მისი გარემოცვა რომ არის, ვიტყვი”

აღანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს უბანზე არაუფლებამოსილი პირის შესვლა არ შეიძლება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი განმარტავს, ვის აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება და მათ შორის, პირადი დაცვა არ არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved