საპროტესტო აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის სახლთან.
აქციაზე ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
რეზო წულუკიძე ადრეც ნასამართლევია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდა სასჯელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველებმა აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების თანახმად აიყვანეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ფოტო – “ბათუმელები”
კომენტარები