• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხმაური ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე

ალია ავტორი - ალია
14:23 03-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

ხმაური საქალაქო სასამართლოში – რეჟიმის პატიმარი საკუთარი საქმის სანქცირებულ პროკურორს დაუპირისპირდა. ნიკა კაცია იმ კითხვებზე ითხოვდა პასუხს, რომელიც გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს. ამის გამო მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი დარბაზიდან გაძევებით რამდენჯერმე დაემუქრება.

ნიკა კაციამ პროცესზე მოსამართლეს და პროკურორს შეახსენა, რომ ადამიანები, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებში იღებენ მონაწილეობას, სანქცირებულები არიან. მან ასევე ბრალის აბსურდულობაზე ისაუბრა. თქვა, რომ თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლია და ის, რაც სასამართლო პროცესებზე ხდება “ცირკი და ფსკერის ფსკერია”.

რაც შეეხება ბრალს, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ტყუილი, მე არავის ვალი არ მაქვს, ერთადერთი ვალი მაქვს, ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული და მათ შორის და მაქსიმალურად დავიცვა ჩემი თავი. რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა მატყუარა პროკურორმა წარმოადგინა… ნუ მაწყვეტინებთ… რა არის არაკორექტული, როდესაც თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ. ეს ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი და მე ამას ვუყურებ, მათ შორის, თქვენს პროცესებს. ყველა, ვინც მე მასამართლებს, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?, – უთხრა მოსამართლეს კაციამ. 

დაცვის მხარე დღეს ითხოვდა, მტკიცებულებებს დაერთოს შაბათის ეთერის მიერ მომზადებული რეპორტაჟი და დაიკითხოს მისი ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელმაც გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა კაციას საქმიდან ოქროს მოწმე ტაქსის მძღოლი გააქრო.

ამის საპირწონედ, ბრალდების მხარე დღეს ამტკიცებდა, რომ ტაქსის მძღოლის გამოკითხვა მნიშვნელოვანი არ არის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებითაც უნდა იმსჯელოს. (ტვპირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved