ლელა კაკულია სოციალურ ქსელში 2009 წლის, 4 დეკემბერის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:
“მომავალში საქართველო დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რომლებიც რუსეთმა ჩამოგვაჭრა და წაგვართვა, დაგვანაწევრა.
მინდა, რასაც ვხედავ (და ისტორიულადაც ასეა), ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის ქართული ტერიტორიები, რომლებსაც მომავალში დავიბრუნებთ.
1.აფხაზეთი
2.სამაჩაბლო;
3.ჯიქეთი(სოჭი);
4.დვალეთი(ჩრდილო ოსეთი);
5.თებერდა(ჩრდილოეთ კავკასია. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი. რუსეთი);
6.ქლუხორი;
7.საინგილო(აზერბაიჯანი);
8.იორი(მტკვრის შუამდინარეთი მინგეჩაურამდე, აზერბაიჯანი);
9.ლორე(სტეფანავან-კიროვოკანი; სომხეთი);
10.ართვინის ოლქი;
11.არდაგანის ოლქი, თურქეთი, ისტორიული ტაო-კლარჯეთი;
12.არზრუმის ოლქის ჩრდილო ნაწილი(თურქეთი: სპერი, ბასიანი, თორთომი);
13.აღმოსავლეთ ლაზეთი (ხოფა, რიზე, ჭანიხი);
14.დასავლეთ ლაზეთი – ტრაპიზონამდე!
აი, მთელი ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო! იქ, იმ დაკარგულ მიწებში, ქართული სულია ჩამარხული, რომელიც სუნთქავს და ცოცხლობს. ვხედავ, მომავალში ვიბრუნებთ საქართველოს – მთლიან საქართველოს ასი პროცენტით.”
კომენტარები