• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხმა მილანიდან – როცა ქუჩაში ასაკიან ადამიანს ხედავ, იცი რომ განწირულია

ალია ავტორი - ალია
15:29 03-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

10 მარტი, მილანი – სიტუაცია დღითიდღე მძაფრდება. სრული იზოლაციაა გამოცხადებული.

პრემიერ-მინისტრმა სახლში დარჩენის ბრძანება გასცა, მხოლოდ პროდუქტების ყიდვის მიზნით თუ გახვალ ახლომდებარე მარკეტში, ან გადაუდებელი აუცილებლობით, სხვა შემთხვევაში ჯარიმა 200€-ა.

მთელ იტალიაში სკოლები 3 აპრილამდე დაიკეტა, გაუქმდა საფეხბურთო თამაშები, მხოლოს აუცილებელი დაწესებულებებია გახსნილი – აფთიაქი, მარკეტი, საავადმყოფო.

გასვლის უფლება რომ მიიღო, სპეციალური ბლანკი უნდა შეავსო, სადაც უთითებ ვინ ხარ და რა დანიშნულებით გადიხარ.

ჯერ კიდევ გუშინ, ბარებში სამუშაო საათები შეამცირეს. დღეს რიგითი იტალიელი ყავის დასალევათაც ვერ გავა კაფეში.

აფთიაქებში შეხვდებით სადისტანციო ხაზებს, რაც მიგითითებს რომ ორ მეტრზე ახლოს არ უნდა მიუახლოვდე შენს წინ მდგომს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იტალიელებმა ქუჩების დაცლა და მაღაზიების აბსოლუტური დახურვა ეხლა დაიწყეს, იმ დროს როცა ვაწყდები სალონებს, სადაც აზიელებს უკვე თებერვლიდან აქვთ შეწყვეტილი მუშაობა. როგორც ჩანს მათ წინასწარ გათვალეს მოსალოდნელი შედეგები.

დიდ არეულობას იწვევს ციხეებში დაწესებული შეზღუდვა, რაც პატიმრების ნახვის შეზღუდვას გულისხმობს. ქალაქ ფუჯაში 250 პატიმარი აბუნტდა, აქედან 20-მა გაქცევა მოახერხა. 16 მალევე, დანარჩენი ოთხი კი მოგვიანებით, სხვა ქალაქში დააკავეს. ასევე, ქალაქ მოდაში 7 პატიმარი, ამბულატორიაში შეჭრა და ოპიუმის გადამეტებული დოზით გარდაიცვალა. 

ხალხი საკვების მომარაგებას ცდილობს, თუმცა პანიკა არ იგრძნობა. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ პირბადეს ვხედავ, მაგრამ ზოგადად, აქაურებს სიფრთხილე ნაკლებად ახასიათებთ.  ხასიათით ქართველებს გვანან, ბევრია ვინც ფიქრობს რომ მთავრობა სპეციალურად აწყობს ხალხის შესაშინებლად და ფულის საშოვნელადო.

იტალიელი ანესთეზისტი მონიკა მაფეი კვარანტენაშია, ცხოვრობს და მუშაობს სარდენიაში, სამოგზაუროდ იყო ნაპოლიში. როგორც კი დაბრუნდა სამსახურში, უთხრეს რომ უნდა დაბრუნდეს სახლში და 14 დღე სახლიდან არ გავიდეს.

ამბობენ, თუ ამბულატორიები გადაივსება, 60 წელს გადაცილებულებს, არც უმკურნალებენო. ექიმები ამბობენ, რომ გადარჩევა უნდა მოხდეს, შესაბამისად, როცა ქუჩაში ასაკიან ადამიანს ხედავ, იცი რომ განწირულია.

არ ვიცით რა მოხდება ხვალ, რადგან ყოველ დღე იცვლება და უარესდება ვითარება.

სპეციალურად “მშობელისთვის”, ციცი ხაბელაშვილი მილანიდან

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved