• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერა, ინტიმური ურთიერთობა, იყო შანტაჟი” – ზურაბ მახარაძე

ალია ავტორი - ალია
15:23 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,923

“ალტ–ინფოს” ყოფილი ლიდერი, ზურაბ მახარაძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეც იყო, თუმცა, ბოლო პერიოდია, აღარ ჩანს და ერთ–ერთი ბოლოს ჩართვისას, განაცხადა რომ გარკვეული პერიოდით თბილისს ტოვებდა და “ადგილიდან” იმუშავებდა, “ალტ–ინფოსთან” ჰყვება:

“კაი ხანია არ მქონია საუბრის საშუალება, ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ გასაგებად ავხსნა, რაზე მინდა საუბარი.

გარკვეული კითხვები დაგროვდა და თავიდან ბოლომდე ავხსნი, რას რატომ და რანაირად.

ვინც ჩვენი გულშემატკივარია და ჩვენ საქმიანობას თვალყურს ადევნებს, ბოლო 1 წელია კი შეამჩნევდა, რომ ჩემ თავს მთლად კარგი ამბები არ ხდება, დავიწყე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, მერე იქედან წავედი, ლამის 2 თვე მონასტერში ვიყავი, ოჯახი დამენგრა, პარტიულ საქმიანობას ჩამოვცილდი და კითხვები არის…

ადამიანები იმდენად მიჩვეულნი არიან, რომ პოლიტიკურ სივრცეში ყველა ერთმანეთს ჭამს, გადაგდებებით არიან დაკავებულნი, რომ ეჭვები ჩნდება. გულშემატკივრებმა კი იციან რომ კარგი დამოკიდებულება გვაქვს და საძმაკაცო ვართ, გარედან მტრები ვინც არიან, ნაცები, ისინი მაგას ცდილობდნენ, რომ აეწიათ, მაგალითად მოიგონეს, რომ ფული ვერ გაიყვეს და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ “ჭამენ” მაგას მაგრამ კითხვები არის. მე სად წავედი, ვინმემ გვერდზე ხომ არ გამწია, ან თუ ჩემით გავიწიე, რა დროს გვერდზე გაწევა იყო, როცა ასეთი კრიტიკული სიტუაციაა.

არის დრო, მხარდამჭერებს ავუხსნა რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს. სიტუაცია სინამდვილეში არის ესეთი – კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც, ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცეებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ.

მე რომ რომელიმე ლიბერასტულ პარტიაში ვიყო, ქალთან ურთიერთობა რა, ბევრად უფრო უარესებიც გამოუქვეყნებიათ და ფეხზე კიდიათ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ანუ კონსერვატიული პარტიის შემთხვევაში, რომელიც პოზიციონირებს ეგრე, რომ ქრისტიანული მორალის დაცვაა ამოცანა საქართველოში, მანდ პარტიის ლიდერს ან პარტიის ერთ–ერთ სახეს რომ რაღაცა ეგეთები დაუდონ, გამოუქვეყნონ, ეგ თვითონ საქმეზე არის დიდი დარტყმა. ის რაც ვიღაცეებისთვის არაფერი არ არის, ჩვენი ტიპის ძალისთვის სხვა რაღაცაა. პლიუს მაგას არის ბანალური… ბანალურიც არაა, მნიშვნელოვანია სინამდვილეში. ის გოგო, ვისზეც კადრებია და მიმოწერა და ასე შემდეგ, (აქ ზურა მახარაძე ორ დეტალს ასახელებს, რასაც გამოვტოვებთ, რათა არ მოხდეს პირის იდენტიფიცირება – “ალია”) და ჩემზე პოლიტიკური ზეწოლის გამო, ჩემზე ვიღაცა აკრეფილია, პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო გამოაქვეყნონ, იმ ადამიანმა რა დააშავა, ხო?

ამიტომ, გინდა საქმის და გინდა ადამიანური თემებიდან გამომდინარე, საჭირო იყო, რომ მე გავწეულიყავი აქედან. ჩემი შეცდომების და არასწორი საქციელების გამო, მე ვერ აღმოვჩნდი ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა ამ პოლიტიკური პოზიციის და ამ საქმისთვის ყოფილიყო ლიდერი და სახე. ზუსტად მაგიტომ მოხდა ჩემი გვერდზე გაწევა. ეს საქმე სინამდვილეში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პერსონა და ჩვენი ცალკეული წევრის პირადი ამბიციები. ამიტომ ვარ მე გარეთ…

ვინც კონრეტულად ჩემ ბედზე ნერვიულობს და აინტერესებს მომავალში რას ვაპირებ, პირადს რაც შეეხება, ეგ ეტაპი ჩემ ცხოვრებაში დავხურე, ყველა იმ ფიგურანტთან ერთად, ვისზეც ვსაუბრობდი, ახლა სხვა ცხოვრებას ვიწყებ, მაგ ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ახალი ოჯახის შექმნას ვაპირებ, ნიშნობა მქონდა ახლა, კი იცნობთ იმ ადამიანს, თათიასთან მოხდა ნიშნობა, ქორწილიც იქნება მალე, ამ მიმართულებით, ესე განვითარდა ჩემი ბედი.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, მინდა, ყველას, ვიც გვერდზე მედექით, ბოდიში მოგიხადოთ, ვერ აღმოვჩნდი იმ თვისებების მატარებელი, რაც საქმეს სჭირდებოდა, ლიდერისთვის საჭირო კრიტერიმები ვერ დავაკმაყოფილე და ერთადერთი თავის გასასამართლებელი შეიძლება ის მქონდეს, რომ მაგისი პოლიტიკური ფასიც გადავიხადე, იმიტომ რომ პოლიტიკაში აღარ ვარ, რა პოზიციაზეც ვიყავი, ვრჩები, ბიჭები, ჩემი ძმაკაცები, რომლებიც ამ საქმეს თავში უდგანან, რა ბრძოლაშიც შევლენ, მე მანდ ვიქნები და თქვენ მაგას ნახავთ. ხვალ და ზეგ, თუ აქცია, გამოსვლა იქნება ქუჩაში, შეიძლება ტრიბუნაზე ვეღარ ვიდგე, მაგრამ თქვენთან ერთად წინ ვიდგები და რა ბრძოლაშიც დაგვიძახებენ, წინა ხაზში მე გავყვები.”

ზურაბ მახარაძემ ბოდიში უთხრა პარტიის ლიდერებს და თქვა, რომ “ყველაზე კრიტიკული მომენტში მათ მისი პირადი ურთიერთობების და პირადი შარის ატანა მოუწიათ.”

(სტილი დაცულია)

(ვიდეო) – “მომიწევს ადგილზე მუშაობა” – სად გაემგზავრა ზურაბ მახარაძე?

თეგები: ალტ-ინფოზურაბ მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved