• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელშეუხებლობა პრეზიდენტობის შემდეგ, კიდევ 2 ვადა და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება – ლუკაშენკოს ახალი კონსტიტუცია

ალია ავტორი - ალია
19:15 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივით კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. დოკუმენტში, ლუკაშენკოს თქმით, თვითონ დაწერა.

“კონსტიტუცია – მე თვითონ დავწერე. იურისტები კალმით წერდნენ, მე ვკარნახობდი, რადგან ვხედავდი, მე – პრეზიდენტს, რამხელა უფლებამოსილება მჭირდება, რათა ქვეყანა დავიჭირო.”

ახალ კონსტიტუციაში გაწერილია პრეზიდენტის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა და ნორმა იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს პრეზიდენტი არა უმეტეს ორი ვადით, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა ძალაში. ასეთ ვითარებაში, ლუკაშენკოს კიდევ შეეძლება, რომ ორი ვადით პრეზიდენტი იყოს.

პრეზიდენტი, რომელმაც შეწყვიტა უფლებამოსილების განხორციელება, პასუხისმგებელი ვერ იქნება იმ ქმედებებზე, რაც მან თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინა. იგი რესპუბლიკის საბჭოს მუდმივი წევრი ხდება, რითაც ხელშეუხებლობას იძენს.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შევა – შეიქმნება სრულიად ბელარუსის სახალხო კრება, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იქნება. კრების წევრთა რაოდენობა 1200 იქნება, ერთი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადა – 5 წელი. კრებას კი უხელმძღვანელებს საბჭო თავმჯდომარესთან ერთად.

ლუკაშენკოს ცვლილებების თანახმად, სრულიად ბელარუსის სახალხო კრება დასტურს გასცემს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯარის გამოყენებაზე, მის წინაშე ყოველწიურად ანგარიშით წარდგება პრემიერ-მინისტრი, ამასთან შეაფასებს არჩევნების ლეგიტიმურობას. კრებას შეეძლება, რომ დანიშნოს საარჩევნო კომისიის წევრები და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები. ამ ეტაპისთვის ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტი და რესპუბლიკის საბჭო ინაწილებენ. გარდა ამისა, კრებას შეეძლება, პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადოს, რაც ახლა პარლამენტის პრეროგატივაა.

ბელარუსი ოპოზიციონერები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი ორგანო ლუკაშენკო იმისთვის ქმნის, რომ სამომავლოდ ისევ თვითონ გახდეს მისი ხელმძღვანელი.

ცვლილებების თანახმად, რუსული ენა ბელარუსის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა ხდება. გარდა ამისა, მოქმედ კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ბელარუსის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსისკენ მიისწრაფის. ახალ რედაქციაში კი ეს პუნქტი აღარაა. ოპოზიციონერი ანატოლი ლებედკო მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მოსკოვის გულის მოსაგებადაა შეტანილი.

იცვლება პარლამენტის უფლებამოსილების ვადაც, რომელიც ოთხიდან ხუთ წლამდე იზრდება. 

წყარო – ფორმულა

თეგები: ლუკაშენკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved