• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელშეკრულებები რუსულ კომპანიებთან – რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს კობალაძე

ალია ავტორი - ალია
16:00 05-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
366

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ინტერესების სამსახურში. საავტორო უფლებებისთვის ბრძოლაში ქართული ოცნება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. ირკვევა რომ იმ რუსული კომპანიის ინტერესების გასატარებლად, რომელიც მმართველმა გუნდმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის გასანეიტრალებლად შემოიყვანა, ილია დარჩიაშვილის უწყება უცხო ქვეყნების დიპლომატებს აიძულებს ხელშეკრულება არა ქართულ,  არამედ რუსულ კომპანიასთან გააფორმოს.

იმისთვის, რომ რუსულმა კომპანიამ საქპატენტის აკრედიტაცია მიიღოს, მას ხელშეკრულება უცხო ქვეყნების ასოციაციების უმრავლესობასთან სჭირდება, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, ამიტომ საქმეში ქართულმა ოცნებამ საელჩოები ჩართო და იძულების წესით პარტნიორებისგან მოითხოვს საავტორო უფლებათა დაცვაში ხელშეკრულებები არა ქართულ ასოციაციასთან, არამედ რუსულ კომპანიასთან გააფორმონ.

საავტორო უფლებათა ასოციაციის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების მსგავსო ორგანიზაციებიდან წერილები მიიღო. იაპონიისა და სლოვაკეთის საავტორო უფლებათა ასოციაციები წერენ, რომ მათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და მოსთხოვეს შეხვედრა. იაპონიის შემთხვევაში ასეთი შეხვედრა შედგა, ხოლო სლოვაკეთმა უარი თქვა. მოთხოვნა კი იყო, რომ ამ ასოციაციებმა ხელშეკრულება დადონ არა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან, არამედ “გერასთან”, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირები.

“ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლით შევძელით ის, რომ ამ ორგანიზაციას დაევალა გაეფორმებინა ჩვენნაირი ორგანიზაციების უმრავლესობასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები. ეს აკრედიტაცია უკვე ექვემდებარება გაუქმებას იმიტომ, რომ 55-მა ქვეყანამ თქვა უკვე უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ “იპოამ” [გერა] შეძლოს არათუ უმრავლესობასთან, მცირე ნაწილთანაც კი, გააფორმოს ხელშეკრულება. ადგა საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაავალა ჩვენს საელჩოებს, რომ დაენიშნათ შეხვედრები და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთადერთი მიზნით, რომ დაერწმუნებინათ ისინი და გადაეთქმევინებინათ პოზიცია. ანუ, ის უარები რაც დაწერეს, შეეცვალათ პოზიცია და ეთქვათ, რომ შეგვეშალა, უარი არ უნდა გვეთქვა და თურმე ეს რუსული ორგანიზაცია არ არის და ახლა გავაფორმებთ ხელშეკრულებას”  ამბობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved