• რეკლამა
  • კონტაქტი
02:54, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელფასი გადასახადების ჩათვლით უნდა ჩაგვერიცხოს, რათა გავაცნობიეროთ, რომ ხელფასის ნაწილს სახელმწიფო “გვართმევს” – სოსო ბერიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:42 06-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობაში არ არის იმის აღქმა, რომ სახელმწიფოს ფული მათი ფულია. როგორც მან „საქმიან დილაში“ ისაუბრა, საზოგადოებაში საგადასახადო კულტურა და ცნობიერება არ არსებობს.

სოსო ბერიკაშვილი:

„ბიუჯეტის ფული არის ხალხის ფული. გადასახადების გადამხდელების ფული, უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც ჩვენ დავიქირავეთ და ავირჩიეთ იმისთვის, რომ ეს ფული განკარგონ. ამიტომაც არასწორი წინადადებაა, როდესაც ვამბობთ, პრემიერი ან მთავრობა ხალხს დაეხმარაო. ისე გამოდის რომ თითქოს პირადი რესურსით ეხმარება. საბიუჯეტო სახსრები მთლიანად არის ჩვენი, უბრალოდ ამის აღქმა არ არსებობს. სახელწმიფოს შეუძლია რომ ამის აღქმა გააჩნიოს.. ცნობიერება და საგადასახადო კულტურა არ გვაქვს. ისტორიულადაც გადასახადები ჩვენთვის ცალსახად ცუდი იყო, დამპყრობლები გვართმევდნენ გადასახადს და ა.შ.

დღეს, ადამიანებს რომ შეეკითხოთ ხელფასი რამდენი გაქვსო, 99% გეტყვის იმას, რამდენიც ხელზე ასაღები აქვს.

გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებს ხელფასი ჩაერიცხოთ გადასახადების ჩათვლით და შემდეგ ჩამოეჭრათ, რათა გააცნობიერონ, რომ მათ ხელფასის ნაწილს სახელმწიფო „ართმევს“.

ხალხს უნდა ჰქონდეს შეგრძნება რომ რეალურად იხდიან გადასახადებს. SMS რომ მოგდის რომ 1000 ლარი ჩაგერიცხა მაგის მაგივრად უნდა მოგდიოდეს, რომ 1250 ჩაგერიცხა, და იქიდან 250 სახელმწიფომ წაიღო. ამის შემდეგ უკვე მოსთხოვ სახელმწიფოს.

რეალურად, ასე რომ დაწესდეს, ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. სახელმწიფომ რომ ხალხს აუხსნას და გააცნობიერებინოს რომ ეს ფული, რომელსაც ისინი განკარგავენ, არის ხალხის ფული, შემდეგ იმას ვეღარ ეტყვიან, რომ დაგეხმარე“

bm.ge

თეგები: სოსო ბერიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved