• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელოვნური, გაჩალიჩებული საცობები – გზა არის ამათ ხელში იარაღი, გადატენვა რომ არ ჭირდება ისეთი”– გოგა გაგნიძე

ალია ავტორი - ალია
16:11 10-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
xr:d:DAF28c8NHxo:2,j:2180154475850248683,t:23121409

xr:d:DAF28c8NHxo:2,j:2180154475850248683,t:23121409

Facebook-ზე გაზიარება
139

ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:

ხელოვნურ საგზაო საცობებზე
გუშინ მოვხვდი პირველად აქამდე გაგონილ, საარაკო საცობში. მანამდე რაღაც მანქანებით ვახერხებდი არიდებას, მაგრამ ხომ უნდა იგრძნო შენი ხალხის ტკივილი…
1 საათი რომ დამჭირდა 1 კილომეტრის გასავლელად, დავიწყე ამ უნიკალური მოვლენის კირკიტით დაკვირვება.
ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, როგორც მძღოლი, თუ ქვეითი. ირანის გარდა, გზა ყველგან ამ ორზეა ორიენტირებული, რომ ის იყოს უსაფრთხო, უსტრესო, ადამიანში არ შექმნას დამატებითი წნეხი, ისედაც მრავალრიცხოვანი ურბანული წნეხის კვალდაკვალ.
აი, თბილისი (ვგონებ ბათუმიც) კი უკუღმაა. აქ გზა არის დამიზნებული სტრესი, ზეწოლა, თავში ჩარტყმა, ადამიანის ხელოვნურად გაჭედვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
გზა არის ამათ ხელში იარაღი, გადატენვა რომ არ ჭირდება ისეთი, ხოცე მწყერი ულევად.
კონკრეტულად?
გინახავთ საცობი ვინმეს ფეხით დაეტოვებინოს? რამდენი ვფიქრობთ ხოლმე ამაზე? ბევრნი, მაგრამ მხოლოდ ვფიქრობთ.
ეს ამათ კარგად უწყიან. საცობში დაკარგული ჩვენი დრო მათი წმინდა მოგებაა. დროზე მძიმე დანაკარგია ადამიანური ღირსება, ბენზინზე სწრაფად რომ იწვის და ვერსად გადაავსებ. ისიც კარგად უწყიან, რომ საცობის მერე ყველაფერზე თანახმა ხარ, დაბერტყილი ტომარასავით.
სახეში მოწოლილი სისხლით, გულ-ბოყვში ჩაბრუნებული ბალღამით მომლოდინე ათასობით მძღოლი, თუ მგზავრი ქმნის ტოქსიკურ სიმბიოზს, იგივე ანტიბიოზს ამათთან.
ქართული საცობი, ეს არის ენერგიის ერთი მიმართულებით გადაქაჩვის სადგური, სახლში გალახული შედიხარ, დილიდან მომდევნო სესიამდე.
ყალბია ნუგეში, რომელიც იკითხება ცარიელ სახეებზე: ,, სამაგიეროდ მარტო არ ვარ ამ ნეხვში”.
ხელოვნური საცობები გზებზე იწვევენ საცობებს აზროვნებაში, განვითარებაში, აზრში, უკეთესისკენ სწრაფვაში, პროტესტსა და კრიტიკაში, დეჰუმანიზაციას, დესოლიდარიზაციას და სხვა მრავალ დე-ს.
ეს ხელოვნური, გაჩალიჩებული საცობები არის საგა ყმობაზე. ჩვენი ყმური ყოფის აპოთეოზი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved